სსიპ - საქართველოს ოლიმპიური რეზერვების მზადების ეროვნული ცენტრის მიერ განსახორციელებელი ღონისძიების შესახებ

  • Word
სსიპ - საქართველოს ოლიმპიური რეზერვების მზადების ეროვნული ცენტრის მიერ განსახორციელებელი ღონისძიების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 499
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 26/03/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 07/04/2014
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.016856
  • Word
499
26/03/2014
ვებგვერდი, 07/04/2014
000000000.00.003.016856
სსიპ - საქართველოს ოლიმპიური რეზერვების მზადების ეროვნული ცენტრის მიერ განსახორციელებელი ღონისძიების შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №499

2014 წლის 26 მარტი

ქ. თბილისი

სსიპ – საქართველოს ოლიმპიური რეზერვების მზადების ეროვნული ცენტრისმიერგანსახორციელებელიღონისძიების შესახებ

1.„სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის  36-ე  მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, სსიპ – საქართველოს ოლიმპიური რეზერვების მზადების ეროვნულ ცენტრს მიეცეს თანხმობა, რომ ა(ა)იპ „საქართველოს მაგიდის ჩოგბურთის ეროვნულ ფედერაციას“ (ს/კ 204891974) უსასყიდლო სარგებლობის უფლებით, თხოვების ფორმით, არსებობის ვადით,  გადასცეს თავის ბალანსზე რიცხული შემდეგი მოძრავი ნივთები:

  ა) მაგიდის ჩოგბურთის მაგიდა– 5 (ხუთი) ცალი, ერთეულის ფასი – 1550 (ათას ხუთას ორმოცდაათი) ლარი, საბალანსო ღირებულება - 7750 (შვიდი ათას შვიდას ორმოცდაათი) ლარი, ნარჩენი ღირებულება – 2088.60 (ორი ათას ოთხმოცდარვა ლარი და სამოცი თეთრი) ლარი;

  ბ) მაგიდის ჩოგბურთის მაგიდა– 5 (ხუთი) ცალი, ერთეულის ფასი – 1317,60 (ათა სამას ჩვიდმეტი ლარი და სამოცი თეთრი) ლარი, საბალანსო ღირებულება – 6588 (ექვსი ათას ხუთას ოთხმოცდარვა) ლარი, ნარჩენი ღირებულება – 298,70 (ორას ოთხმოცდათვრამეტი ლარი და სამოცდაათი თეთრი) ლარი.

2. ამ განკარგულების შესრულების უზრუნველსაყოფად, სსიპ – საქართველოს ოლიმპიური რეზერვების მზადების ეროვნულმა ცენტრმა განახორციელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები.      

 

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი