შპს „20 steps Productions“-ის მხარდასაჭერად საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ შესაბამისი ღონისძიებების განხორციელების შესახებ

  • Word
შპს „20 steps Productions“-ის მხარდასაჭერად საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ შესაბამისი ღონისძიებების განხორციელების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 498
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 26/03/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 07/04/2014
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.016848
  • Word
498
26/03/2014
ვებგვერდი, 07/04/2014
000000000.00.003.016848
შპს „20 steps Productions“-ის მხარდასაჭერად საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ შესაბამისი ღონისძიებების განხორციელების შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №498

2014 წლის 26 მარტი

ქ. თბილისი

შპს „20 steps Productions“‑ის მხარდასაჭერად საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ შესაბამისი ღონისძიებების განხორციელების შესახებ

  1. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე‑5 მუხლის „კ“ ქვე­პუნქტის თანახმად, შპს „20 steps Productions“-ის მიერ ფილმის გა­და­ღების მიზნით, საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ განა­ხორ­ციელოს შპს „20 steps Productions“-ისათვის სათანადო დახმარების გაწევა და მა­ტე­რიალური რესურსით (სამი ჯავშანტრანსპორტიორი („ბტრ“) უზრუნველ­ყოფა.

2.შპს „20 steps Productions“-მა უზრუნველყოს 7, 680 ლარის (შვიდი ათას ექვსას ოთხმოცი ლარი) გადახდა საქართველოს თავ­და­ც­ვის სამი­ნი­ს­ტროს მიერ გაწეული მომსახურების სანაცვლოდ.

3. შპს „20 steps Productions“-მა განახორციელოს საქართველოს ფი­ნანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურისათვის მიმართვა და მე‑2 პუნ­ქტში აღნიშნული თანხის შეტანა შესაბამის ანგარიშზე, ამ განკარ­გუ­ლე­ბის ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში.

 

პრემიერ‑მინისტრი  ირაკლი ღარიბაშვილი