დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| თბილისის შემოვლითი რკინიგზის პროექტთან დაკავშირებით რიგ ღონისძიებათა განხორციელების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 497 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 26/03/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 07/04/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.016847 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №497
2014 წლის 26 მარტი
ქ. თბილისი
თბილისის შემოვლითი რკინიგზის პროექტთან დაკავშირებით რიგ ღონისძიებათა განხორციელების შესახებ
1. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „თ“ და „ი“ ქვეპუნქტების შესაბამისად:
ა) მიზანშეწონილად იქნეს მიჩნეული:
ა.ა) სს „საქართველოს რკინიგზის“ მიერ თბილისის შემოვლითი რკინიგზის პროექტის განხორციელება;
ა.ბ) თბილისის შემოვლითი რკინიგზის პროექტის ფარგლებში ამ განკარგულების მიღების თარიღისათვის შესრულებული სამუშაოების კონსერვაცია არაუმეტეს 18 (თვრამეტი) თვის განმავლობაში;
ა.გ) თბილისის შემოვლითი რკინიგზის პროექტის განხორციელებისათვის აუცილებელი სამუშაოების, ამ განკარგულების მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ცვლილებების პროექტის საქართველოს მთავრობის მიერ მოწონებიდან 18 (თვრამეტი) თვის ვადაში დასრულება;
ბ) მოწონებულ იქნეს სს „საქართველოს რკინიგზასა“ და თბილისის შემოვლითი რკინიგზის პროექტის ფარგლებში შპს „ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს ჯგუფისა“ და სს „ხიდმშენის“ ერთობლივ საწარმოს შორის გასაფორმებელი შეთანხმების პროექტი.
2. ეთხოვოს სს „საქართველოს რკინიგზას“, თბილისის შემოვლითი რკინიგზის არსებული პროექტის ტექნიკური და საოპერაციო პარამეტრების გაუმჯობესების მიზნით, შესაბამისი საპროექტო-საინჟირნო კვლევის უზრუნველყოფა და აღნიშნული კვლევის საფუძველზე შემუშავებული ცვლილებების პროექტის საქართველოს მთავრობისათვის წარდგენა ამ განკარგულების მიღებიდან არაუგვიანეს 18 (თვრამეტი) თვის ვადაში.
3. სს „საპარტნიორო ფონდმა“ და სს „საქართველოს რკინიგზამ“ უზრუნველყონ ამ განკარგულების შესრულების მიზნით შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები