დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსათვის სარგებლობაში გადაცემული ან/და მის ბალანსზე რიცხული ქონების აუქციონის გარეშე, დროებით სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემისათვის თანხმობის მიცემის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 17 მაისის №462 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 493 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 26/03/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 07/04/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.016840 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №493
2014 წლის 26 მარტი
ქ. თბილისი
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსათვის სარგებლობაში გადაცემული ან/და მის ბალანსზე რიცხული ქონების აუქციონის გარეშე, დროებით სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემისათვის თანხმობის მიცემის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 17 მაისის №462 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის, „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „სახელმწიფო ქონების საპრივატიზებო საფასურის, საწყისი საპრივატიზებო საფასურისა და სარგებლობაში გადაცემის საფასურის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 10 დეკემბრის №328 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტისა და მე-5 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსათვის სარგებლობაში გადაცემული ან/და მის ბალანსზე რიცხული ქონების აუქციონის გარეშე, დროებით სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემისათვის თანხმობის მიცემის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 17 მაისის №462 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. მიეცეს თანხმობა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, ფიზიკურ პირებსა და კერძო სამართლის იურიდიულ პირებს აუქციონის გარეშე, დროებით, სასყიდლიან სარგებლობაში (იჯარა, ქირავნობა, უზუფრუქტი), არაუმეტეს 5 წლის ვადით, გადასცეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსათვის სარგებლობაში გადაცემული ან/და მის ბალანსზე რიცხული ქონება. სარგებლობის ფორმით, სასყიდლით გადაცემისას ქონების სარგებლობაში გადაცემის წლიური საფასური განისაზღვროს დამოუკიდებელი აუდიტორის (ექსპერტი) დასკვნის საფუძველზე დადგენილი ფასის არანაკლებ 5%-ის ოდენობით.“.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები