„საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან სსიპ - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 აგვისტოს №1120 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word

დოკუმენტის ნომერი 489
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 26/03/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 07/04/2014
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.016844
  • Word
489
26/03/2014
ვებგვერდი, 07/04/2014
000000000.00.003.016844
„საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან სსიპ - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 აგვისტოს №1120 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №489

2014 წლის 26 მარტი

ქ. თბილისი

„საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 აგვისტოს №1120 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

 საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 აგვისტოს №1120 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და განკარგულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:

   ,,3. განკარგულების პირველი პუნქტის ,,ბ“ და ,,დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ღონისძიებების დაფინანსება 2014 წელს სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა უზრუნველყოს ,,საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდისათვის დამტკიცებული ,,საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი პროექტები“ ქვეპროგრამით (პროგრამული კოდი: 25 03 01) განსაზღვრული ასიგნებებიდან.“.

პრემიერ-მინისტრი                ირაკლი ღარიბაშვილი