საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსა და „გაეროს განვითარების პროგრამას“ (UNDP) შორის „მონრეალის ოქმის მრავალმხრივი ფონდის“ (MLF) პროექტის „ინსტიტუციური გაძლიერების პროგრამა (მე-8 ფაზა)“ ფარგლებში გასაფორმებელი თანამშრომლობის ხელშეკრულების პროექტის თაობაზე

  • Word

დოკუმენტის ნომერი 487
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 26/03/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 07/04/2014
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.016842
  • Word
487
26/03/2014
ვებგვერდი, 07/04/2014
000000000.00.003.016842
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსა და „გაეროს განვითარების პროგრამას“ (UNDP) შორის „მონრეალის ოქმის მრავალმხრივი ფონდის“ (MLF) პროექტის „ინსტიტუციური გაძლიერების პროგრამა (მე-8 ფაზა)“ ფარგლებში გასაფორმებელი თანამშრომლობის ხელშეკრულების პროექტის თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №487

2014 წლის 26 მარტი

ქ. თბილისი

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსა და „გაეროს განვითარების პროგრამას“ (UNDP) შორის ,,მონრეალის ოქმის მრავალმხრივი ფონდის“ (MLF) პროექტის „ინსტიტუციური გაძლიერების პროგრამა (მე-8 ფაზა)“  ფარგლებში გასაფორმებელი თანამშრომლობის ხელშეკრულების პროექტის თაობაზე

    1. ,,აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი დაწესებულებებისა და სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ გრანტებთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 14 მარტის №126 დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მოწონებულ იქნეს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსა და „გაეროს განვითარების პროგრამას“ (UNDP) შორის ,,მონრეალის ოქმის მრავალმხრივი ფონდის“ (MLF) პროექტის ,,ინსტიტუციური გაძლიერების პროგრამა (მე-8 ფაზა)“ ფარგლებში გასაფორმებელი თანამშრომლობის ხელშეკრულების პროექტი .

    2. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, ამ განკარგულების პირველი პუნქტით განსაზღვრულ ხელშეკრულებაზე ხელმოწერის უფლებამოსილება მიენიჭოს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრს, ხათუნა გოგალაძეს.

პრემიერ-მინისტრი                                           ირაკლი ღარიბაშვილი