დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სათაფლიის სახელმწიფო ნაკრძალის ინფრასტრუქტურის განვითარების შესახებ“ საქართველოს მთავრობასა და ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენის კომპანიას (BTС) და სამხეთ კავკასიის მილსადენის კომპანიას (SCP) შორის 2010 წლის პირველი თებერვლის №1 საგრანტო ხელშეკრულებაში შესატანი ცვლილების პროექტის მოწონებისა და ხელმოწერაზე უფლებამოსილი პირის განსაზღვრის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 485 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 26/03/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 07/04/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.016824 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №485
2014 წლის 26 მარტი
ქ. თბილისი
„სათაფლიის სახელმწიფო ნაკრძალის ინფრასტრუქტურის განვითარების შესახებ“ საქართველოს მთავრობასა და ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენის კომპანიას (BTС) და სამხეთ კავკასიის მილსადენის კომპანიას (SCP) შორის 2010 წლის პირველი თებერვლის №1 საგრანტო ხელშეკრულებაში შესატანი ცვლილების პროექტის მოწონებისა და ხელმოწერაზე უფლებამოსილი პირის განსაზღვრის თაობაზე
1. მოწონებულ იქნეს „სათაფლიის სახელმწიფო ნაკრძალის ინფრასტრუქტურის განვითარების შესახებ“ საქართველოს მთავრობასა და ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენის კომპანიას (BTС) და სამხეთ კავკასიის მილსადენის კომპანიას (SCP) შორის 2010 წლის პირველი თებერვლის №1 საგრანტო ხელშეკრულებაში შესატანი ცვლილების პროექტი.
2. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის საფუძველზე, ამ განკარგულების პირველი პუნქტით განსაზღვრულ საგრანტო ხელშეკრულებაზე, საქართველოს მთავრობის სახელით, ხელმოწერის უფლებამოსილება მიენიჭოს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრს, ხათუნა გოგალაძეს.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები