დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 479 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 20/03/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 07/04/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.016854 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №479
2014 წლის 20 მარტი
ქ. თბილისი
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ
1. საგზაო დერეფნის საინვესტიციო პროგრამის (RCIP) ფარგლებში, ქობულეთის შემოვლითი საავტომობილო გზის 12.4 კმ სიგრძის (კმ0+000–კმ12+400) მონაკვეთზე მოძრაობის უსაფრთხოების დამატებითი პირობების შექმნის, ღამის საათებში მოძრავ სატრასპორტო საშუალებათა მძღოლებისათვის მხედველობის არეალის გაუმჯობესების და ავტოსატრასპორტო შემთხვევების პრევენციის მიზნით, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა (შემდგომში – დეპარტამენტი) ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, უზრუნველყოს საგზაო დერეფნის საინვესტიციო პროგრამის (RCIP) ფარგლებში, ქობულეთის შემოვლითი საავტომობილო გზის 12.4 კმ სიგრძის (კმ0+000–კმ12+400) მონაკვეთზე გარე განათების ელექტროქსელის მოწყობის მიზნით, საპროექტო დოკუმენტაციის სახელმწიფო შესყიდვა.
2. დეპარტამენტმა, ამ განკარგულებით გათვალისწინებული მომსახურების დაფინანსება განახორციელოს ,,საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის ,,გზების მშენებლობისა და მოვლა-შენახვის“ მუხლით (პროგრამული კოდი: 25 02 02) განსაზღვრული ასიგნებებიდან.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები