დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ჭიათურის მუნიციპალიტეტის საბაგირო გზების რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციის პროექტის დაფინანსების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 474 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 20/03/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 07/04/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.016850 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №474
2014 წლის 20 მარტი
ქ. თბილისი
ჭიათურის მუნიციპალიტეტის საბაგირო გზების რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციის პროექტის დაფინანსების შესახებ
1. მოწონებულ იქნეს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია საფრანგეთის მთავრობის მიერ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საბაგირო გზების რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციის პროექტის დაფინანსებასთან დაკავშირებით.
2. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ აწარმოონ კონსულტაციები საფრანგეთის მთავრობასთან ჭიათურის მუნიციპალიტეტის საბაგირო გზების რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციის პროექტის დაფინანსების შესახებ.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები