,,ქობულეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების შესახებ“ ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 17 მარტის №20 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,ქობულეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების შესახებ“ ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 17 მარტის №20 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 03
დოკუმენტის მიმღები ქობულეთის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 31/03/2014
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 08/04/2014
სარეგისტრაციო კოდი 210020010.35.131.016115
03
31/03/2014
ვებგვერდი, 08/04/2014
210020010.35.131.016115
,,ქობულეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების შესახებ“ ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 17 მარტის №20 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ქობულეთის მუნიციპალიტეტი
 

ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №3

2014 წლის 31 მარტი

ქ. ქობულეთი

 

,,ქობულეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების შესახებ“ ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 17 მარტის №20 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

 ,,ნორმატიული აქტების  შესახებ“  საქართველოს კანონის  მე-20  მუხლის  შესაბამისად,  ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
,,ქობულეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლის შემოღების შესახებ“ ქობულეთის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს  2011 წლის 17 მარტის №20 დადგენილებით (სსმ 28.03.2011 წ.) დამტკიცებული დანართი №1-ის მე-7 მუხლში შეტანილ იქნას ცვლილება და   ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 7.  მშენებლობის  ნებართვის  მოსაკრებლის გაანგარიშების წესი

,,ადგილობრივი  მოსაკრებლის  შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლისა და მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე, ამ დადგენილებით განსაზღვრული მშენებლობის ნებართვის გადასახადისაგან სრულად განთავისუფლდნენ სტიქიური უბედურების შედეგად დაზიანებული მშენებარე ობიექტების მესაკუთრე ფიზიკური პირები, აგრეთვე სახელმწიფო ან/და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ განსახორციელებელ მშენებლობებზე ნებართვის მაძიებელნი.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეელგუჯა ბაგრატიონი