სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ მდ. არაგვზე ქ. მცხეთის სატრანსპორტო ხიდის მშენებლობის პროექტის განხორციელებისათვის გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ

  • Word
სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ მდ. არაგვზე ქ. მცხეთის სატრანსპორტო ხიდის მშენებლობის პროექტის განხორციელებისათვის გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1474
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 30/07/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გამოუქვეყნებელი, 30/07/2012
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
1474
30/07/2012
გამოუქვეყნებელი, 30/07/2012
000000000.00(0).000.000000
სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ მდ. არაგვზე ქ. მცხეთის სატრანსპორტო ხიდის მშენებლობის პროექტის განხორციელებისათვის გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1474

2012 წლის 30 ივლისი

ქ. თბილისი

სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ მდ. არაგვზე ქ. მცხეთის სატრანსპორტო ხიდის მშენებლობის პროექტის განხორციელებისათვის გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ

 საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულმა საჯარო სა­მართლის იურიდიულმა პირმა – საქართველოს მუნიციპალური განვი­თა­რე­ბის ფონდმა (შემდგომში – სსიპ – საქართველოს მუნიციპალური გან­ვი­თარების ფონდი) უზრუნველყოს:

ა) აზიის განვითარების ბანკის მიერ დაფინანსებული, საქართველოს მდგრადი ურ­ბა­ნული ტრანსპორტის საინვესტიციო პროგრამის ფარგლებ­ში, მდ. არაგვ­ზე ქ. მცხე­თის სატრანსპორტო ხიდის მშენებლობის პროექ­ტით გათვალის­წი­ნებული სამუშაოების დაწყებამდე, სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ აზიის განვითარების ბანკთან შეთანხმებული, სატრანსპორტო ხიდის განთვისების ზოლში მოყოლილი მიწის ნაკვეთების გამოსყიდვა და განსახლების გეგმით ( SLARP) განსაზღვ­რული ღონის­ძიე­ბების დაწყება;

ბ) ამ განკარგულების პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალის­წი­ნებული ღონისძიების დაფინანსება „საქართველოს 2012 წლის სახელ­მწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონით სსიპსაქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდისათვის გამოყოფილი „რეგიონული და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის“ მუხლითა (პროგრამული კოდი – 25 03) და „საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯე­ტის და ნაერთი ბიუჯეტის შემოსავლების, არაფინანსური აქტივების კლე­ბი­სა და ფინანსური აქტივების კლების კვარტალური განწერის დამტკიცე­ბის თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 30 დეკემბ­რის №643 ბრძანებით დამტკიცებული „მდგრადი ურბანული ტრანსპორ­ტის განვითარების საინვესტიციო პროგრამის – პროექტი I (ADB)“‑ის (პროგრამული კოდი 25 03 07) მუხლით განსაზღვრულ ასიგნებებიდან.

 

 პრემიერ-მინისტრი                                    ივანე მერაბიშვილი