დევნილთა საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ

  • Word
დევნილთა საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1471
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 30/07/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გამოუქვეყნებელი, 30/07/2012
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
1471
30/07/2012
გამოუქვეყნებელი, 30/07/2012
000000000.00(0).000.000000
დევნილთა საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1471

2012 წლის 30 ივლისი

ქ. თბილისი

დევნილთა საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ

1. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო „საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართვე­ ლოს კანონით მისთვის გამოყოფილი ასიგნებებიდან (პროგრამული კოდი – 34 02 06) 4 000 (ოთხი ათასი) ლარი მიმართოს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა დევნილთა მიმართ 2012-2014 წლებში სახელმწიფო სტრატეგიის გან­ ხორციელების სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 13 ივნისის №1162 განკარგულებით დამტკი­ცე­ბული „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გა­ და­ ადგილებულ პირთა დევნილთა მიმართ 2012-2014 წლებში სახელ­ მწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის“ შესაბამისად, აბაშაში, სოფელ ნორიოში რეაბილიტირებული ობიექტის (პროფ. სას­წავლებელი №1) ტერიტორიაზე არსებული გარე საკანალიზაციო სისტე­მის სარეაბილიტაციო სამუშაოებისა და მასთან დაკავშირებული საპრო­ექტო, საექსპერტო, დეფექტური აქტებისა და ხარჯთა ნუსხების შედგე­ნის მომსახურების შესყიდვისათვის.

2. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო ამ განკარგულების პირ­ ველი პუნქტით გათვალისწინებულ ღონისძიებათა შეზღუდულ ვადებში ჩატარებისათვის საჭირო სახელმწიფო შესყიდვები განახორ­ ცი­ ელოს გა­ მარტივებული შესყიდვის საშუალებით .

 

პრემიერ-მინისტრი                             ივანე მერაბიშვილი