დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სტიქიური მოვლენების შედეგად დაზიანებული დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტების სახურავის კაპიტალური გადახურვის სამუშაოებთან დაკავშირებით განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 20 ივლისის №1407 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1464 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 28/07/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, 28/07/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1464
2012 წლის 28 ივლისი
ქ. თბილისი
„ სტიქიური მოვლენების შედეგად დაზიანებული დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტების სახურავის კაპიტალური გადახურვის სამუშაოებთან დაკავშირებით განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 20 ივლისის №1407 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „ სტიქიური მოვლენების შედეგად დაზიანებული დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტების სახურავის კაპიტალური გადახურვის სამუშაოებთან დაკავშირებით განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 20 ივლისის №1407 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულმა საჯარო სამართლის იური დიული პირმა – იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა თემის განვითარების ცენტრმა „საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შე სახებ“ საქართველოს კანონით მისთვის გამოყოფილი ასიგნებებიდან (პროგრამული კოდი – 34 02 02 ) შესაბამისი თანხა მიმართოს სტიქიური მო ვ ლენების შედეგად დაზიანებული, დევნილთა კომპაქტურად განსახ ლე ბის ობიექტების (ყოფილი გვარდიის შენობა – ქ. თელავი, თბილისის გზატკეცილი №26 და ყოფილი პროფტექნიკური სასწავლებლის ს/ს – ქ. თელავი, თბილისის გზატკეცილი №28) სახურავის კაპიტალური გადახურვის სამუ შაოებისა და მათ თან დაკავშირებული საექსპერტო დასკვნების, დეფექ ტუ რი აქტებისა და ხარჯთა ნუსხების შედგენის მომსახურების შესყიდვის მიზ ნით.
2. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხ ლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საქართველოს ოკუ პი რე ბული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახ ლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულმა საჯარო სამართლის იურიდიული პირმა – იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა თემის განვითარების ცენტრმა, ამ გან კარ გულების პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ღონისძიებათა შეზ ღუდულ ვადებში ჩატარების მიზნით, საჭირო სახელმწიფო შესყიდვები გა ნახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით .“.
პრემიერ-მინისტრი ივანე მერაბიშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები