დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ა(ა)იპ – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისათვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1459 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 27/07/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, 27/07/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1459
2012 წლის 27 ივლისი
ქ. თბილისი
ა(ა)იპ – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისათვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ
1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხ ლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მიეცეს თანხმობა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, რომ ა(ა)იპ – საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს უსასყიდლო უზუფრუქტის ფო რ მით, 1 წლის ვადით გადასცეს დანართით გათვალისწინებული უძრავი ქონება.
2. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ განახორციელოს შესაბამისი ღონისძიებები ა(ა)იპ – საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან უსასყიდლო უზუფრუქტის ხელშეკრულების გაფორმების მიზნით.
პრემიერ-მინისტრი ივანე მერაბიშვილი
დანართი
|
№ |
მისამართი |
დანიშნულება | არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (კვ.მ) | საკადასტრო კოდი № |
| 1 | ქალაქი თბილისი, კოსტავას ქ. №77 | III-IV კორპუსში ცოკოლის სართულზე 251,8 კვ.მ, 475 კვ.მ და 141 კვ.მ ფართობი |
წილობრივი |
01.10.13.023.132 |
| 2 | ქალაქი თბილისი, კოსტავას ქ. №77 | _ | 1051 | 01.10.13.023.133 |
| 3 | ქალაქი თბილისი, კოსტავას ქ. №77 (ლიტ ,,ა“, ლიტ ,,ბ“, ლიტ ,,ვ“, ლიტ ,,გ“) | შენობა №1 (ლიტ ,,ა”), I სართულის 280,09 კვ.მ ფართობი |
წილობრივი |
01.10.13.023.055. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები