2011 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით სს „საქართველოს რკინიგზის“ გაუნაწილებელი წმინდა მოგების განაწილებისა და სს „საპარტნიორო ფონდის“ მიერ სს „საქართველოს რკინიგზიდან“ მისაღები დივიდენდის განაწილების და მიმართვის შესახებ

  • Word

დოკუმენტის ნომერი 1449
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 26/07/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გამოუქვეყნებელი, 26/07/2012
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
1449
26/07/2012
გამოუქვეყნებელი, 26/07/2012
000000000.00(0).000.000000
2011 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით სს „საქართველოს რკინიგზის“ გაუნაწილებელი წმინდა მოგების განაწილებისა და სს „საპარტნიორო ფონდის“ მიერ სს „საქართველოს რკინიგზიდან“ მისაღები დივიდენდის განაწილების და მიმართვის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1449

2012 წლის 26 ივლისი

ქ. თბილისი

2011 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით სს „საქართველოს რკინიგზის“ გაუნაწილებელი წმინდა მოგების განაწილების და სს „საპარტნიორო ფონდის“ მიერ სს „საქართველოს რკინიგზიდან“ მისაღები დივიდენდის განაწილების და მიმართვის შესახებ

1. 2011 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით სს „საქართველოს რკი­ნი­­გ­ზის“ გაუნაწილებელი წმინდა მოგებიდან დივიდენდის სახით განა­წი­ლ­ე­ბულ იქნეს 100 მლნ ლარი და 138 მლნ შვეიცარიული ფრანკის ეკვი­ვა­ლ­ენ­ტი ლარი .

2. ამ განკარგულების პირველი პუნქტის შესაბამისად განაწილებ­უ­ლი წმინდა მოგებიდან სახელმწიფოს კუთვნილი წილის (74.5%) პროპ­ორ­ც­ი­ულად მისაღები დივიდენდიდან გაქვითულ იქნეს საქართველოს მთავ­რობასა და სს „საქართველოს რკინიგზას“ შორის 2012 წლის 20 აპ­რ­ილს გაფორმებული მემორანდუმით გათვალისწინებული საქართველოს მთავ­რობის მიერ სს „საქართველოს რკინიგზისთვის“ ასანაზღაურებელი 138 მლნ შვეიცარიული ფრანკი, ხოლო გაქვითვის შემდეგ დარჩენილი თან­ხა სრულად მიმართულ იქნეს სახელმწიფო ბიუჯეტში.

3. ამ განკარგულების პირველი პუნქტის შესაბამისად განაწილე­ბუ­ლი წმინდა მოგებიდან სს „საპარტნიორო ფონდის“ კუთვნილი წილის (25.5%) პროპორციულად მისაღები დივიდენდი განაწილდეს სს „საპარ­ტ­ნი­ორო ფონდის“ მიერ პარტნიორისთვის გადასახდელ დივიდენდად და სრუ­ლად მიმართულ იქნეს სახელმწიფო ბიუჯეტში.

4. ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული დი­ვი­დენდების განაწილება და მე‑2 პუნქტით გათვალისწინებული გა­ქვ­ი­თ­ვა განხორციელდეს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ამ გან­კარ­გუ­ლ­ე­ბის გამოცემის დღისათვის შვეიცარიული ფრანკის ეროვნულ ვა­ლ­უ­ტ­ას­თან დადგენილი გაცვლითი კურსის შესაბამისად.

პრემიერ‑მინისტრი                                       ივანე მერაბიშვილი