დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს მთავრობასა და სკანდინავიურ გარემოს საფინანსო კორპორაციას შორის“ ჩარჩო შეთანხმების საქართველოს პარლამენტში რატიფიცირებისათვის წარდგენისა და მომხსენებლად გ. ჯავახიშვილის დანიშვნის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 461 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 18/03/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 07/04/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.016834 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №461
2014 წლის 18 მარტი
ქ. თბილისი
„საქართველოს მთავრობასა და სკანდინავიურ გარემოს საფინანსო კორპორაციას შორის“ ჩარჩო შეთანხმების საქართველოს პარლამენტში რატიფიცირებისათვის წარდგენისა და მომხსენებლად გ. ჯავახიშვილის დანიშვნის შესახებ
1. საქართველოს კონსტიტუციის 65-ე მუხლის 11 პუნქტისა და „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის შესაბამისად, საქართველოს პარლამენტს რატიფიცირებისათვის წარედგინოს 2014 წლის 25 თებერვალს ხელმოწერილი „საქართველოს მთავრობასა და სკანდინავიურ გარემოს საფინანსო კორპორაციას შორის“ ჩარჩო შეთანხმება.
2. „საპარლამენტო მდივნის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს პარლამენტში რატიფიცირებისათვის წარდგენილ ამ განკარგულების პირველ პუნქტში აღნიშნულ ჩარჩო შეთანხმებაზე, საქართველოს პარლამენტის კომიტეტებში და პლენარულ სხდომებზე მომხსენებლად დაინიშნოს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი ჯავახიშვილი.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები