თიანეთის მუნიციპალიტეტისათვის საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ

  • Word
თიანეთის მუნიციპალიტეტისათვის საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1447
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 26/07/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გამოუქვეყნებელი, 26/07/2012
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
1447
26/07/2012
გამოუქვეყნებელი, 26/07/2012
000000000.00(0).000.000000
თიანეთის მუნიციპალიტეტისათვის საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1447

2012 წლის 26 ივლისი

ქ. თბილისი

თიანეთის მუნიციპალიტეტისათვის საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ

1. თიანეთის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების მიზნით, საქართველოს ფი­ნანსთა სამინისტრომ „საქარ­თვე­ლოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე‑19 მუხლის მე‑2 პუნქტით გათვალისწინებული საქართველოს რეგი­ო­ნებში განსახორ­ციე­ლე­ბე­ლი პროექტების ფონდიდან თიანეთის მუნიციპა­ლი­ტეტს გამოუყოს 2 000 000 (ორი მილიონი) ლარი, მათ შორის:

ა) სოფელ ღულელებისა და სოფელ ცხვარიჭამიის დამაკავ­ში­რე­ბელი გზის მოასფალტებისათვის – 1 400 000 (ერთი მილიონ ოთხასი ათასი) ლარი;

ბ) სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელები­სა­თ­ვის – 600 000 (ექვსასი ათასი) ლარი.

2 . „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხ­ლის მე -3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, თიანეთის მუნი­ცი­პალი­ტეტ­­მა ამ განკარგულების პირ­ველი პუნქტით გათვალისწინებულ ღო­ნის­ძიებებთან დაკავშირებული სა­ხელმწიფო შესყიდვები განახორციე­ლოს გა­მარტივებული შესყიდვის საშუალებით .

 

პრემიერ - მინისტრი                              ივანე მერაბიშვილი