დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ცალკეული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების მიზნობრივი დანიშნულების შეცვლის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 453 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 18/03/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 07/04/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.016825 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №453
2014 წლის 18 მარტი
ქ. თბილისი
ცალკეული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების მიზნობრივი დანიშნულების შეცვლის შესახებ
1. „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის არასასოფლო-სამეურნეო მიზნით გამოყოფისას სანაცვლო მიწის ათვისების ღირებულებისა და მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონის 151 მუხლის თანახმად, აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებიდან გამომდინარე:
ა) სააქციო საზოგადოება „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ (საიდენტიფიკაციო ნომერი: 204995176) საკუთრებაში არსებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 108746 .00 კვ.მ მიწის ნაკვეთს, მდებარე მისამართზე: მუნიციპალიტეტი წალენჯიხა, სოფელი ლია, საკადასტრო კოდი – 47.02.32.012, მიზნობრივი დანიშნულება შეეცვალოს არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით;
ბ) სააქციო საზოგადოება „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ (საიდენტიფიკაციო ნომერი: 204995176) საკუთრებაში არსებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 7309 .00 კვ.მმიწის ნაკვეთს, მდებარე მისამართზე: მუნიციპალიტეტი წალენჯიხა, სოფელი ლია, საკადასტრო კოდი – 47.02.32.014, მიზნობრივი დანიშნულება შეეცვალოს არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით;
გ) სააქციო საზოგადოება „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ (საიდენტიფიკაციო ნომერი :204995176) საკუთრებაში არსებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 326 .00 კვ.მ მიწის ნაკვეთს, მდებარე მისამართზე: მუნიციპალიტეტი წალენჯიხა, ჯვარი, საკადასტრო კოდი – 47.14.44.026, მიზნობრივი დანიშნულება შეეცვალოს არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით .
2. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა –საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ , განკარგულების შესრულების მიზნით, უზრუნველყოს მის კომპეტენციაში შემავალი შესაბამისი სარეგისტრაციო ქმედებების კანონმდებლობით დადგენილი წესით განხორციელება.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები