ცალკეული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების მიზნობრივი დანიშნულების შეცვლის შესახებ

  • Word
ცალკეული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების მიზნობრივი დანიშნულების შეცვლის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 452
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 18/03/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 07/04/2014
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.016822
  • Word
452
18/03/2014
ვებგვერდი, 07/04/2014
000000000.00.003.016822
ცალკეული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების მიზნობრივი დანიშნულების შეცვლის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №452

2014 წლის 18 მარტი

ქ. თბილისი

ცალკეული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების მიზნობრივი დანიშნულების შეცვლის შესახებ

1. „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის არასასოფლო-სამეურნეო მიზნით გამოყოფისას სანაცვლო მიწის ათვისების ღირებულებისა და მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონის 151 მუხლის შესაბამისად, აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებიდან გამომდინარე:

 ა) შპს „უნივერსალის“ (საიდენტიფიკაციო ნომერი 404438131) საკუთრებაში არსებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1604.00 კვ.მ მიწის ნაკვეთს, მდებარე მისამართზე: მუნიციპალიტეტი გორი, სოფელი ბერბუკი, (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი – №66.54.13.168) მიზნობრივი დანიშნულება შეეცვალოს არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით;

ბ) თენგიზ ტაბატაძის (პირადი ნომერი 01008004882) საკუთრებაში არსებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 450.00 კვ.მ მიწის ნაკვეთს, მდებარე მისამართზე: მცხეთა, სოფელი აღდგომიანთკარი, (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი – №72.03.10.297) მიზნობრივი დანიშნულება შეეცვალოს არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით;

გ) შავლეგ არეშიძის (პირადი ნომერი 31001006392)  საკუთრებაში არსებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 10000.00 კვ.მ მიწის ნაკვეთს, მდებარე მისამართზე: ქალაქი თბილისი, ზაჰესი, (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი – №72.12.04.267) მიზნობრივი დანიშნულება შეეცვალოს არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით.

2. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ, განკარგულების შეს­რუ­ლე­ბის მიზ­ნით, უზ­რუნველყოს მის კომპეტენციაში შემავა­ლი შესაბამისი სარეგისტრაციო ქმედებების კანონმდებლობით დადგენილი წესით განხორ­ცი­ელება.

 

პრემიერ-მინისტრი                               ირაკლი ღარიბაშვილი