საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის თანხის გამოყოფის თაობაზე

  • Word
საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის თანხის გამოყოფის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 451
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 18/03/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 07/04/2014
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.016820
  • Word
451
18/03/2014
ვებგვერდი, 07/04/2014
000000000.00.003.016820
საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის თანხის გამოყოფის თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №451

2014 წლის 18 მარტი

ქ. თბილისი

საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის თანხის გამოყოფის თაობაზე

    1. ცნობად იქნეს მიღებული, რომ „საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და Peter Harsch Prosthetics, კალიფორნიის კორპორაციას შორის გასაფორმებელი საპროტეზო და სამედიცინო მომსახურების შესახებ ხელშეკრულების პროექტის მოწონების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 25 დეკემბრის №2155 განკარგულების საფუძველზე გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში (საპროტეზო და სამედიცინო მომსახურების შეძენა იმ სამხედრო მოსამსახურეებისათვის, რომლებმაც სამშვიდობო მისიებსა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანო­ბისათვის ბრძოლაში მიღებული ტრავმის შედეგად დაკარგეს სხვადასხვა კიდური) დარჩენილი ასანაზღაურებელი თანხა შეადგენს 1 819 448,80 (ერთი მილიონ რვაას ცხრამეტი ათას ოთხას ორმოცდარვა დოლარი და ოთხმოცი ცენტი) აშშ დოლარს.

    2. ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიების დასაფინანსებლად, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გამოუყოს 1 819 448,80 (ერთი მილიონ რვაას ცხრამეტი ათას ოთხას ორმოცდარვა დოლარი და ოთხმოცი ცენტი) აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი.

 

პრემიერ-მინისტრი                               ირაკლი ღარიბაშვილი