„საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 13 იანვრის №34 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
„საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 13 იანვრის №34 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 450
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 18/03/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 07/04/2014
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.016818
  • Word
450
18/03/2014
ვებგვერდი, 07/04/2014
000000000.00.003.016818
„საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 13 იანვრის №34 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №450

2014 წლის 18 მარტი

ქ. თბილისი

 „საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 13 იანვრის 34 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „საქართველოს რეგიონებში განსახორ -ციელებელი პროექტების ფონდიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 13 იანვრის 34 განკარგულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

   ა) პირველი პუნქტის პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „1. საქართველოს მთავრობის 2013 წლის 7 თებერვლის 23 დადგენილების საფუძველზე და საქართველოს მთავრობის 2010 წლის 25 ივნისის 172 დადგენილებით შექმნილი სამთავრობო კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შესაბამისად, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულებს გამოუყოს არა უმეტეს      42 671 312 (ორმოცდაორი მილიონ ექვსას სამოცდათერთმეტი ათას სამას თორმეტი) ლარი, მათ შორის:“;  

  ბ) პირველი პუნქტის 1.15, 1.16, 1.45 და 1.46 ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:  

    „1.15 ზესტაფონის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 793 963 (შვიდას ოთხმოცდაცამეტი ათას ცხრაას სამოცდასამი) ლარი დანართი 15-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად;

    1.16 თერჯოლის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 1 663 514 (ერთი მილიონ ექვსას სამოცდასამი ათას ხუთას თოთხმეტი) ლარი დანართი 16-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად;“ .

    „1.45 ხობის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 90 752 (ოთხმოცდაათი ათას შვიდას ორმოცდათორმეტი) ლარი დანართი 45-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად;

    1.46 ზუგდიდის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 2 472 436 (ორი მილიონ ოთხას სამოცდათორმეტი ათას ოთხას ოცდათექვსმეტი) ლარი დანართი 46-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად;“;

გ) 15; 16; 39; 45 და 46 დანართები ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით .

 

პრემიერ - მინისტრი                        ირაკლი ღარიბაშვილი