შპს „ბათუმი თაუერის“ მიერ განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ

  • Word
შპს „ბათუმი თაუერის“ მიერ განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1438
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 24/07/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გამოუქვეყნებელი, 24/07/2012
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
1438
24/07/2012
გამოუქვეყნებელი, 24/07/2012
000000000.00(0).000.000000
შპს „ბათუმი თაუერის“ მიერ განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1438

2012 წლის 24 ივლისი

ქ. თბილისი

შპს „ბათუმი თაუერის“ მიერ განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ

1. შპს „ბათუმი თაუერმა“ „Batumi Tower“-ის მშენებლობის პრო­ექ­ტით გათვალისწი­ნე­ბუ­ლი შენობის სამშენებლო სამუშაოებთან დაკავშირ­ებ­ით გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში განახორციელოს სახ­ელ­შეკრულებო ღირებულების ცვლილებები „სახელ­მ­წი­ფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 21‑ე მუხ­ლის მე-5 პუნ­ქ­ტისა და საქართ­ვე­ლოს სამოქალაქო კოდექსის 398‑ე მუხლის შესაბამისად.

2. „გამარტივებული შესყიდვის, გამარტივე­ბუ­ლი ელ­ექტრონული ტენ­­დერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატა­რე­ბ­ის წე­ს­ის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავ­­მ­ჯ­დ­ო­მარის 2011 წლის 7 აპრილის №9 ბრძანებით დამტკიცებული წე­ს­ის მე-19 მუხლის მე-12 პუნქტის შესაბამისად, „Batumi Tower“-ის მშენებლობის პროექ­ტით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი შენობის სამშენებლო სამუშაოებთან დაკავშ­ირ­ე­ბით გა­ფორ­მებული ხელშეკრულების მი­მართ არ გა­ვ­რცელდეს ამავე ბრძა­ნებით დამ­ტკიცებული წესის მე-20 მუხ­ლის მე-3 პუნ­ქტით გათ­ვა­ლის­წინებული შე­ზღუდვა.

 

პრემიერ-მინისტრი                     ივანე მერაბიშვილი