საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და შპს „მოულდს ენდ მეტალს ჯორჯიას“ შორის გასაფორმებელი ნასყიდობის ხელშეკრულების პროექტით გათვალისწინებული პირობის მოწონების შესახებ

  • Word
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და შპს „მოულდს ენდ მეტალს ჯორჯიას“ შორის გასაფორმებელი ნასყიდობის ხელშეკრულების პროექტით გათვალისწინებული პირობის მოწონების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1434
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 24/07/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გამოუქვეყნებელი, 24/07/2012
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
1434
24/07/2012
გამოუქვეყნებელი, 24/07/2012
000000000.00(0).000.000000
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და შპს „მოულდს ენდ მეტალს ჯორჯიას“ შორის გასაფორმებელი ნასყიდობის ხელშეკრულების პროექტით გათვალისწინებული პირობის მოწონების შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1434

2012 წლის 24 ივლისი

ქ. თბილისი

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და შპს „მოულდს ენდ მეტალს ჯორჯიას“ შორის გასაფორმებელი ნასყიდობის ხელშეკრულების პროექტით გათვალისწინებული პირობის მოწონების შესახებ

„სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შე­სახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2010 წლის 16 სექტემბრის №1-1/1537 ბრძა­ნებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-7 პუნქტის გათვა­ლისწინებით, მოწონებულ იქნეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და შპს „მოულდს ენდ მეტალს ჯორჯიას“ შო­რის საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 17 ივლისის №17/07/02 განკარ­გულების საფუძველზე გასაფორმებელი ნასყიდობის ხელშეკრულების პრო­ექ­ტის პირობა, რომლის თანახმადაც, მყიდველის მიერ ხელშეკრულების გა­ფორმებიდან 3 წლის განმავლობაში გადაცემულ ქონებაზე არმატურის მწარ­მოებელი თა­ნა­მედროვე ტექნოლოგიების ქარხნის მშენებლობის, ექს­პ­ლუ­ა­­ტაციაში შეყ­ვა­ნისა და ამავე პირობის შესრულების მიზნით, არანაკ­ლებ     20 000 000 (ოცი მი­ლიონი) აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის ინვესტიციის განმეო­რე­ბით/და­მატებით ვადაში შეუსრულებლობის ან/და ამ ვალდებულე­ბების დარღვევი­სათვის დაკისრებული პირგასამტეხლოს გადაუხდელო­ბი­სას გამყიდველის მიერ ხელშეკრულების ცალმხრივად მოშლის შემთხვევაში, მყიდველისა­თვის დაკისრებული პირგასამტეხლო და უპირობო და გამოუხ­მობი საბანკო გარანტიის თანხა სრულად ჩაირიცხება სახელმწიფო ბიუჯეტ­ში, ხოლო მყი­დ­ველი ქონებაზე შეინარჩუნებს უპირობო საკუთრების უფლე­ბას, ამას­თან, ასეთი შემთხვევის დადგომისას, მყიდველს არ აუნაზღაურდება გადახ­დილი საპრივატიზებო თანხა.

 

   პრემიერ-მინისტრი                             ივანე მერაბიშვილი