საინვესტიციო საქმიანობის ხელშესაწყობად შპს „ბაია ზუგდიდის“ მიმართ რიგ ღონისძიებათა განხორციელების შესახებ

  • Word
საინვესტიციო საქმიანობის ხელშესაწყობად შპს „ბაია ზუგდიდის“ მიმართ რიგ ღონისძიებათა განხორციელების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1400
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 20/07/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გამოუქვეყნებელი, 20/07/2012
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
1400
20/07/2012
გამოუქვეყნებელი, 20/07/2012
000000000.00(0).000.000000
საინვესტიციო საქმიანობის ხელშესაწყობად შპს „ბაია ზუგდიდის“ მიმართ რიგ ღონისძიებათა განხორციელების შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1400

2012 წლის 20 ივლისი

ქ. თბილისი

საინვესტიციო საქმიანობის ხელშესაწყობად შპს „ბაია ზუგდიდის“ მიმართ რიგ ღონისძიებათა განხორციელების შესახებ

1. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლება­მო­სი­ლე­ბი­სა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ა“, „ზ“, „თ“ და „ი“ ქვეპუნქტების შესაბამისად, შპს „ბაია ზუგდიდი“ გათავი­ს­უ­ფლდეს საქართველოს ეკონომიკური გან­ვი­თა­რე­ბის სამინისტროსა და შპს „ბაია ზუგდიდს“ შო­რის 2006 წლის 30 ოქ­ტ­ომ­­ბერს გაფორმებული ხელშეკრულებით გათვა­ლ­ისწინებული შპს „ბაია ზუ­გ­დიდის“ მიერ მარ­თ­ვის უფლების გადაუხდელი საზღაურის – 31 747 (ოც­დათერთმეტი ათ­ას შვი­დას ორმოცდაშვიდი) აშშ დოლარის ეკვივა­ლ­ენ­ტი ლარის და და­კი­ს­­რე­ბული/დასაკისრებელი პირგასამტეხლოს თანხ­ის – 18 975 (თვრამეტი ათ­­ას ცხრაას სამოცდათხუთმეტი) აშშ დოლარის ეკ­ვი­ვ­ალენტი ლარის გად­ა­ხ­დისაგან.

2. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამი­ნი­ს­ტრომ ამ განკარგულების შესრულების მიზნით განახორციელოს კა­ნონ­მ­დე­ბლობით განსაზღვრული შესაბამისი ღონისძიებები.

 

პრემიერ‑მინისტრი                       ივანე მერაბიშვილი