დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სახელმწიფო პროგრამა „იაფი კრედიტის“ ფარგლებში შერჩეული საწარმოებისათვის სესხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 24 აპრილის №266 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1377 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 13/07/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, 13/07/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1377
2012 წლის 13 ივლისი
ქ. თბილისი
„სახელმწიფო პროგრამა „იაფი კრედიტის“ ფარგლებში შერჩეული საწარმოებისათვის სესხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 24 აპრილის №266 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „სახელმწიფო პროგრამა „იაფი კრედიტის“ ფარგლებში შერჩეული საწარმოებისათვის სესხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 24 აპრილის №266 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ) შპს „გორის ბავშვთა კვების საკონსერვო ქარხანას“ (საიდენტიფიკაციო ნომერი – 218080225) – 1 000 000 (ერთი მილიონი) ლარის ოდენობით, 9 წლის ვადით, სესხით სარგებლობისათვის წლიური 9‑პროცენტიანი განაკვეთით;“.
2. საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა, ზემოაღნიშნული პირობების შესაბამისად, შეიტანოს ცვლილება შპს „გორის ბავშვთა კვების საკონსერვო ქარხანასთან“ გაფორმებულ სესხის ხელშეკრულებაში და გააფორმოს სესხის დაფარვის ახალი გრაფიკი.
პრემიერ-მინისტრი ივანე მერაბიშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები