დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სახელმწიფო პროგრამა „იაფი კრედიტის“ „ექსპორტის წახალისებისა“ და „რეგიონალური ტურიზმის, სოფლის მეურნეობისა და ხალხური რეწვის განვითარების“ ქვეპროგრამების ფარგლებში შერჩეული საწარმოების ნუსხის დამტკიცებისა და სესხების გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 15 მაისის №336 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1376 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 13/07/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, 13/07/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1376
2012 წლის 13 ივლისი
ქ. თბილისი
„სახელმწიფო პროგრამა „იაფი კრედიტის“ „ექსპორტის წახალისებისა“ და „რეგიონალური ტურიზმის, სოფლის მეურნეობისა და ხალხური რეწვის განვითარების“ ქვეპროგრამების ფარგლებში შერჩეული საწარმოების ნუსხის დამტკიცებისა და სესხების გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 15 მაისის №336 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „სახელმწიფო პროგრამა „იაფი კრედიტის“ „ექსპორტის წახალისებისა“ და „რეგიონალური ტურიზმის, სოფლის მეურნეობისა და ხალხური რეწვის განვითარების“ ქვეპროგრამების ფარგლებში შერჩეული საწარმოების ნუსხის დამტკიცებისა და სესხების გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 15 მაისის №336 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) შპს „ჯეო-კონცენტრატს“ 800 000 (რვაასი ათასი) ლარის ოდენობით, 9 წლის ვადით, სესხით სარგებლობისათვის წლიური 9‑პროცენტიანი განაკვეთით;“.
2. საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა, ზემოაღნიშნული პირობების შესაბამისად, შეიტანოს ცვლილება შპს „ჯეო-კონცენტრატთან“ (საიდენტიფიკაციო ნომერი – 218077328) გაფორმებულ სესხის ხელშეკრულებაში და გააფორმოს სესხის დაფარვის ახალი გრაფიკი.
პრემიერ-მინისტრი ივანე მერაბიშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები