აზიის განვითარების ბანკის მიერ „მდგრადი ურბანული ტრანსპორტის განვითარების საინვესტიციო პროგრამა – პროექტი 2“-ის დაფინანსების თაობაზე

  • Word
აზიის განვითარების ბანკის მიერ „მდგრადი ურბანული ტრანსპორტის განვითარების საინვესტიციო პროგრამა – პროექტი 2“-ის დაფინანსების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1372
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 13/07/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გამოუქვეყნებელი, 13/07/2012
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
1372
13/07/2012
გამოუქვეყნებელი, 13/07/2012
000000000.00(0).000.000000
აზიის განვითარების ბანკის მიერ „მდგრადი ურბანული ტრანსპორტის განვითარების საინვესტიციო პროგრამა – პროექტი 2“-ის დაფინანსების თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1372

2012 წლის 13 ივლისი

ქ. თბილისი

აზიის განვითარების ბანკის მიერ „მდგრადი ურბანული ტრანსპორტის განვითარების საინვესტიციო პროგრამა – პროექტი 2“-ის  დაფინანსების თაობაზე

1. მიღებულ იქნეს ცნობად საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ინფორმაცია აზიის განვითარების ბანკის მიერ „მდგრადი ურბანული ტრანსპორტის განვითარების საინვესტიციო პროგრამა – პროექტი 2“‑ის დაფინანსების თაობაზე.

2. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ უზრუნველყონ სათანადო პროცედურების გან­ხორ­­ციელება აზიის განვითარების ბანკთან ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული სასესხო ხელშეკრულებების გაფორმებისა  და ძალაში შესვლის მიზნით, შემდეგი ფინანსური პირობებით:

ა) 64 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის სესხი OCR პირობებით:

ა.ა) სესხის ხანგრძლივობა – 30 წელი;

ა.ბ) შეღავათიანი პერიოდი – 7 წელი;

ა.გ) ვალდებულების გადასახდელი – წლიური 0.15%;

ა.დ) საპროცენტო განაკვეთი – LIBOR + ფიქსირებული მარჟა + 0.20%;

ბ) 16 მილიონი აშშ დოლარის (ეკვივალენტი SDR-ში) ოდენობის სეს­ხი ADF პირობებით:

ბ.ა) სესხის ხანგრძლივობა – 32 წელი;

ბ.ბ) შეღავათიანი პერიოდი – 8 წელი;

ბ.გ) საპროცენტო განაკვეთი – წლიური 1% შეღავათიანი პერიოდის განმავლობაში, ხოლო შეღავათიანი პერიოდის გასვლის შემდეგ – 1.5%.

 

პრემიერ-მინისტრი                                                  ივანე მერაბიშვილი