დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსათვის საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1355 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 13/07/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, 13/07/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1355
2012 წლის 13 ივლისი
ქ. თბილისი
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსათვის საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ
სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით შექმნილი შპს „ანაკლიისა“ და შპს „სერვისი – 8“‑ის შეუფერხებელი ფუნქციონირებისათვის საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს გამოუყოს 250 000 (ორას ორმოცდაათი ათასი) ლარი, მათ შორის:
ა) 150 000 (ას ორმოცდაათი ათასი) ლარი – შპს „ანაკლიის“ კაპიტალის გაზრდის მიზნით;
ბ) 100 000 (ასი ათასი) ლარი – შპს „სერვისი – 8“‑ის კაპიტალის გაზრდის მიზნით.
პრემიერ-მინისტრი ივანე მერაბიშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები