საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსათვის საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ

  • Word
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსათვის საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1350
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 13/07/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გამოუქვეყნებელი, 13/07/2012
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
1350
13/07/2012
გამოუქვეყნებელი, 13/07/2012
000000000.00(0).000.000000
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსათვის საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1350

2012 წლის 13 ივლისი

ქ. თბილისი

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსათვის საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ

1. ქალაქ წყალტუბოს სანიაღვრე სისტემის საპროექტო სამუშ­აო­ებ­ის შესყიდვის მიზნით საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „საქარ­თვე­ლოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათ­ვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პრო­ექტების ფონდიდან საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინ­ფრასტრუქტურის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) გამოუყოს 50 000 (ორმოცდაათი ათასი) ლარი შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალ­მომარაგების კომპანიისათვის“ (შემდგომში – კომპანია) გადასა­ცე­მ­ად.

2. ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული თა­ნ­ხის გადარიცხვის პროცედურების უზრუნველყოფის მიზნით, საქარ­თ­ვე­ლოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირ­ველი ნა­წი­ლის „ზ“ ქვეპუნქტის, 65-ე, 66-ე, 69-ე მუხლების შესა­ბა­მი­ს­ად, სამი­ნის­ტ­­რო­მ გააფორმოს „თანხის გადარიცხვის შესახებ“ ადმინისტრაციული ხელ­­შეკრულება კომპანიასთან.

3. სამინისტრომ უზრუნველყოს კომპანიის კაპიტალის გაზრდა  50 000 (ორმოც­და­ა­თი ათასი) ლარით.

4. კომპანიამ უზრუნველყოს სამინისტროსათვის ინფორმაციის მი­წო­დება გადარიცხული თანხის ხარჯვის შესახებ გადარიცხული თანხის სრუ­ლად გახარჯვის შემდეგ ან სამინისტროს მოთხოვნის შესაბამისად.

 

პრემიერ-მინისტრი                                           ივანე მერაბიშვილი