დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში (ლანჩხუთის, ოზურგეთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტები) სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის ადმინისტრაციისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 8 ივნისის №1090 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1349 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 13/07/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, 13/07/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1349
2012 წლის 13 ივლისი
ქ. თბილისი
„საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში (ლანჩხუთის, ოზურგეთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტები) სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის ადმინისტრაციისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 8 ივნისის №1090 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში (ლანჩხუთის, ოზურგეთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტები) სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის ადმინისტრაციისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 8 ივნისის №1090 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. გურიის რეაბილიტაციის ფარგლებში, ბახმაროში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების მიზნით საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში (ლანჩხუთის, ოზურგეთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტები) სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის ადმინისტრაციას გამოუყოს 3 000 000 (სამი მილიონი) ლარი.“.
პრემიერ -მინისტრი ივანე მერაბიშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები