დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს მთავრობასა და „The Crown agents for oversea Governments and Administration Limited“-ს შორის გასაფორმებელი ხელშეკრულების პროექტის მოწონებისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გიორგი კარბელაშვილისთვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1342 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 13/07/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, 13/07/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1342
2012 წლის 13 ივლისი
ქ. თბილისი
№1342 2012 wlis 13 ivlisi q. Tbilisi საქართველოს მთავრობასა და „The Crown agents for oversea Governments and Administration Limited“-ს შორის გასაფორმებელი ხელშეკრულების პროექტის მოწონებისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გიორგი კარბელაშვილისთვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ
1. მოწონებულ იქნეს საქართველოს მთავრობასა და შესყიდვების აგენტ „The Crown agents for oversea Governments and Administration Limited“‑ს შორის გასაფორმებელი ხელშეკრულების პროექტი საქართველოს მთავრობასა და იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს (JICA) შორის „მზის ელექტროენერგიის გამომუშავების სისტემების მეშვეობით სუფთა ენერგიის დანერგვის პროექტთან“ დაკავშირებით.
2. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის შესაბამისად, მიენიჭოს უფლებამოსილება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გიორგი კარბელაშვილს, რათა საქართველოს მთავრობის სახელით ხელი მოაწეროს ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ხელშეკრულებასა და მასთან დაკავშირებულ დოკუმენტაციას.
პრემიერ-მინისტრი ივანე მერაბიშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები