საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ ზოგიერთი ღონისძიების განხორციელების თაობაზე

  • Word
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ ზოგიერთი ღონისძიების განხორციელების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1454
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 27/07/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გამოუქვეყნებელი, 27/07/2012
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
1454
27/07/2012
გამოუქვეყნებელი, 27/07/2012
000000000.00(0).000.000000
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ ზოგიერთი ღონისძიების განხორციელების თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1454

2012 წლის 27 ივლისი

ქ. თბილისი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ ზოგიერთი ღონისძიების განხორციელების თაობაზე

საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტებისა და საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდების ასიგნებები შესაბამისად გაზარდოს 51 000 000 (ორმოცდათერთმეტი მილიონი) და 20 000 000 (ოცი მილიონი) ლარის ოდენობით და აღნიშნული მიზნით შეამციროს „საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული :

ა) საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ასიგნებები – 25 000 000 (ოცდახუთი მილიონი) ლარით;

ბ) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ასიგნებები – 10 000 000 (ათი მილიონი) ლარით;

გ) საგარეო სახელმწიფო ვალდებულებების მომსახურებისა და დაფარვისათვის გათვალისწინებული ასიგნებები – 22 000 000 (ოცდაორი მილიონი) ლარით;

დ) წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანების დაფარვისა და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდი – 14 000 000 (თოთხმეტი მილიონი) ლარით.

 

პრემიერ - მინისტრი                      ივანე მერაბიშვილი