„საქართველოს მთავრობასა და ლატვიის რესპუბლიკის მთავრობას შორის განათლებისა და მეცნიერების სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმების დამტკიცებისა და ძალაში შესვლის თაობაზე

„საქართველოს მთავრობასა და ლატვიის რესპუბლიკის მთავრობას შორის განათლებისა და მეცნიერების სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმების დამტკიცებისა და ძალაში შესვლის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 258
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 31/03/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 31/03/2014
სარეგისტრაციო კოდი 480140000.10.003.017878
258
31/03/2014
ვებგვერდი, 31/03/2014
480140000.10.003.017878
„საქართველოს მთავრობასა და ლატვიის რესპუბლიკის მთავრობას შორის განათლებისა და მეცნიერების სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმების დამტკიცებისა და ძალაში შესვლის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №258

2014 წლის 31 მარტი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს მთავრობასა და ლატვიის რესპუბლიკის მთავრობას შორის განათლებისა და მეცნიერების სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმების დამტკიცებისა და ძალაში შესვლის თაობაზე

მუხლი 1
„საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის შესაბამისად, ძალაში შესვლის მიზნით, დამტკიცდეს 2014 წლის 21 მარტს ხელმოწერილი „საქართველოს მთავრობასა და ლატვიის რესპუბლიკის მთავრობას შორის განათლებისა და მეცნიერების სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმება.
მუხლი 2
 

საგარეო საქმეთა სამინისტრომ:

ა) აცნობოს საქართველოს პრეზიდენტსა და საქართველოს პარლამენტს ამ დადგენილების პირველ მუხლში აღნიშნული შეთანხმების დადების შესახებ;

ბ) შეატყობინოს  ლატვიის რესპუბლიკის მხარეს ამ დადგენილების პირველ მუხლში აღნიშნული შეთანხმების ძალაში შესვლისათვის აუცილებელი შიდასახელმწიფოებრივი პროცედურის საქართველოს მხრიდან დასრულების თაობაზე.

მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი