დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ” ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 20 ივლისის №21-ე დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 12 |
| დოკუმენტის მიმღები | ახალციხის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 28/03/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 04/04/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010260020.35.138.016123 |
|
,,ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ” ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 20 ივლისის №21 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
,,ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ” ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 20 ივლისის №21 დადგენილებაში (სსმ V, №3, 30.07.10წ., მუხ.29) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის: |
1.
მე-13 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. ადმინისტრაციული სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: გამგეობის სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების მუშაობის კოორდინაციისათვის ხელშეწყობა. გამგეობის საქმისწარმოების, საკადრო საკითხთა, გამგეობის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და საინფორმაციო ელექტრონული ბაზის შექმნის უზრუნველყოფა.“ |
2.
მე-13 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,3. ინფრასტრუქტურის განვითარებისა და ზედამხედველობის, ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისა და გამწვანების სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: ინფრასტრუქტურის განვითარებისა და ზედამხედველობის, ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისა და გამწვანების სამსახური (ტექსტში შემდგომ – სამსახური) არის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურული პროექტების მომზადება-განხორციელებას, სივრცით მოწყობასა და ურბანულ დაგეგმარებას, ადგილობრივი მნიშვნელობის გზების შენახვასა და არქიტექტურულ სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობას, თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის წესების პროექტების შემუშავებას, პარკების, სკვერების და მწვანე ნარგავების ზედამხედველობას. |
3.
მე-13 მუხლის 31 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,31.კონომიკის განვითარების და ადგილობრივი ქონების მართვის სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: ეკონომიკის განვითარებისა და ადგილობრივი ქონების მართვის სამსახური (ტექსტში შემდგომ – სამსახური) არის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებას, მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარების მუნიციპალური პროგრამების შემუშავებასა და მუნიციპალური ქონების მართვის, მოსაკრებლების განსაზღვრისა და ამოღების ხელშეწყობას და თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული მიწის მართვას.’’
|
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები