ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღებისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ

ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღებისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 11
დოკუმენტის მიმღები ახალციხის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 28/03/2014
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/04/2014
ძალაში შესვლის თარიღი 18/04/2014
სარეგისტრაციო კოდი 210200010.35.138.016122
11
28/03/2014
ვებგვერდი, 04/04/2014
210200010.35.138.016122
ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღებისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ
ახალციხის მუნიციპალიტეტი
 

  ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №11

2014 წლის 28 მარტი

ქ. ახალციხე

 

ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღებისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ

   „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“  საქართველოს ორგანული კანონის 22- ე მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტების, „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“  საქართველოს კანონის, „სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ“  საქართველოს კანონის მე-4 და მე-5 მუხლისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

 


მუხლი 1
შემოღებულ იქნეს და დამტკიცდეს ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შემდეგი სახის ადგილობრივი მოსაკრებლები:
1. მოსაკრებელი მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვისათვის.
2. მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტის მშენებლობისა) სანებართვო პირობების შესრულების დადასტურების (ექსპლუატაციაში მიღების) თაობაზე აქტის გამოცემის (მასში ცვლილების შეტანის) დაჩქარებული მომსახურების მოსაკრებელი.
3. მოსაკრებელი დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის.
4. სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი.
მუხლი 2
განისაზღვროს და დამტკიცდეს ახალციხის  მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემდეგი განაკვეთები:
1. მოსაკრებელი მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვისათვის:
ა) ახალასაშენებელი ობიექტის პროექტით გათვალისწინებული განაშენიანების ფართობის თითოეული კვადრატული მეტრისათვის ერთი ლარის ოდენობით;
ბ) გათავისუფლდეს მოსაკრებლის გადახდისაგან სტიქიური უბედურების შედეგად დაზიანებული ობიექტის მშენებლობა.
2. მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტის მშენებლობისა) სანებართვო პირობების შესრულების დადასტურების (ექსპლუატაციაში მიღების) თაობაზე აქტის გამოცემის (მასში ცვლილების შეტანის) დაჩქარებული მომსახურების მოსაკრებლის განაკვეთი განისაზღვროს:
ა) II და III კლასის შენობა-ნაგებობების შემთხვევაში:
ა.ა) განცხადების წარდგენიდან სამ სამუშაო დღეში – 500 (ხუთასი) ლარი;
ა.ბ) განცხადების წარდგენიდან ხუთ სამუშაო დღეში – 300 (სამასი) ლარი;
ა.გ) განცხადების წარდგენიდან ათ სამუშაო დღეში – 200 (ორასი) ლარი;
ბ) IV კლასის შენობა-ნაგებობების შემთხვევაში:
ბ.ა) განცხადების წარდგენიდან სამ სამუშაო დღეში – 1 500 (ათას ხუთასი) ლარი;
ბ.ბ) განცხადების წარდგენიდან ხუთ სამუშაო დღეში – 1000 (ათასი) ლარი;
ბ.გ) განცხადების წარდგენიდან ათ სამუშაო დღეში – 700 (შვიდასი) ლარი;
ბ.დ) განცხადების წარდგენიდან თხუთმეტ სამუშაო დღეში – 500 (ხუთასი) ლარი.
3. მოსაკრებელი დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის:
ა) მოსახლეობისათვის ერთ სულზე  0,5 ლარი თვეში.  ოჯახის წევრთა რაოდენობის მიხედვით, სულადობის მაქსიმუმის ოდენობა განისაზღვროს 4  (ოთხი)  სულით;
ბ) დაწესებულებების, ორგანიზაციებისა  და  იურიდიული პირებისათვის განაკვეთები განისაზღვროს:
ბ.ა) ქალაქ ახალციხეში  დანართი  №1- ის  შესაბამისად;
ბ.ბ) ქალაქ ვალეში   დანართი №2-ის შესაბამისად;
გ) გათავისუფლდეს  დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის  მოსაკრებლის გადახდის ვალდებულებისაგან:
გ.ა) საბიუჯეტო დაწესებულებები,  საჯარო  სამართლის  იურიდიული პირები, სახელმწიფოს,  ადგილობრივი  თვითმმართველობის  მიერ  დაფუძნებული  არასამეწარმეო  (არაკომერციული) იურიდიული პირები;
გ.ბ) სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი ოჯახები.
4. სათამაშო ბიზნესის სახეობის მიხედვით დიფერენცირებული სათამაშო ბიზნესის შემდეგი მოსაკრებელი:
ა) სამორინეს თითოეულ სათამაშო მაგიდაზე  – კვარტალში 15 000 ლარის ოდენობით; 
ბ) თითოეულ სათამაშო აპარატზე – კვარტალში 1 500 ლარის ოდენობით;
გ) თითოეულ წამახალისებელ გათამაშებაზე – საპრიზო  ფონდის 10 პროცენტის ოდენობით.
დ) სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილ თამაშობაზე – კვარტალში    30 000 ლარის ოდენობით;
ე) აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვით ორგანიზებული ობიექტის გარეთ განთავსებული, სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის თითოეულ სალაროზე − კვარტალში 1 500 ლარის ოდენობით.
მუხლი 3
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,ახალციხის მუნიციპალიტეტის  ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღებისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 31 იანვრის №3 დადგენილება (სსმ, ვებგვერდი, 05/02/2013, სარეგისტრაციო კოდი:  210020010.35.138.016084).
მუხლი 4
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეოლეგი სანდროშვილი




დანართი  №1

 

ქ. ახალციხის  ტერიტორიაზე დაწესებულებების, ორგანიზაციების, იურიდიული პირებისათვის დასუფთავების მოსაკრებლის ოდენობის განსაზღვრის შესახებ

 N

სამეწარმეო საქმიანობა

ზომის ერთეული

 

 

 

„რ“

ნარჩენების წლიური დაგროვების ნორმა   მ3

მოსაკრებლის  განაკვეთი თვეში

(1 მ3  -  15 ლარი)

 

(სვეტი №4) : 12 თვე X 15 ლარი

„გ“

1

2

3

4

5

1

მუზეუმები, ბიბლიოთეკები, არქივები

საერთო ფართის 1 მ2

0,016

0,02

2

ოფისები, სააგენტოები, პროფესიული და სახელმწიფო ორგანიზაციები

საერთო ფართის 1 მ2

0,12

0,15

3

ბანკები, საკრედიტო და საფინანსო ორგანიზაციები

საერთო ფართის 1 მ2

0,2

0,25

4

კინოთეატრები და თეატრები

მაყურებლის ერთი სავარძელი

0,2

0,25

5

სკოლები, ინსტიტუტები, კოლეჯები, საბავშვო ბაგა-ბაღები, საგანმანათლებლო დაწესებულებები

ერთ მოსწავლეზე

0,04

0,05

6

სასტუმროები

ერთი საწოლი

1,6

1,99

7

საავადმყოფოები

ერთი საწოლი

0,8

1

8

პოლიკლინიკები, სამედიცინო დიაგნოსტიკური ცენტრები, ექიმებისა და სტომატოლოგიური კაბინეტები

საერთო ფართის 1 მ2

0,08

0,1

9

სტადიონები, სპორტულ გამაჯანსაღებელი დაწესებულებების ღია ტერიტორიები და მანეჟები

ღია  ფართის 1 მ2

0,004

0,005

10

სასურსათო საქონლის მაღაზიები

სამუშაო ფართის 1 მ2

0,32

0,40

11

სამრეწველო საქონლის მაღაზიები და აფთიაქები

სამუშაო ფართის 1 მ2

0,25

0,31

12

აგრარული ბაზრები, ყვავილების ღია და დახურული მაღაზიები

სამუშაო ფართის 1 მ2

0,24

0,3

13

შერეული საქონლის ბაზრობები

სამუშაო ფართის 1 მ2

0,21

0,26

14

ავტოსადგომები და საწყობები პირდაპირი მიყიდვის გარეშე

ღია  ფართის 1 მ2

0,02

0,025

დახურული ფართის 1 მ2

0,08

0,1

15

ავტოგასამართი და თხევადი აირის სადგურები

საერთო  ფართის 1 მ2

0,08

0,1

16

ა/მანქანების სარემონტო სადგურები,  ტექ. მომსახურების ადგილები

ღია  ფართის 1 მ2

0,02

0,025

დახურული ფართის 1 მ2

0,14

0,17

17

აბანოები, საუნები

საერთო  ფართის 1 მ2

0,18

0,22

18

სადალაქოები და სილამაზის სალონები

საერთო  ფართის 1 მ2

0,24

0,3

19

რესტორნები, პიცერიები, სასადილოები, კაფეები და ბარები

ერთ დასაჯდომ ადგილზე

0,8

1

20

საბანკეტო დარბაზები სარიტუალო მომსახურებისათვის

ერთ დასაჯდომ ადგილზე

0,24

0,3

21

საცხობები

სამუშაო  ფართის 1 მ2

0,26

0,32

22

დისკოთეკები, ღამის კლუბები, კაზინოები, ტოტალიზატორები, სათამაშო და გასართობი ცენტრები

საერთო  ფართის 1 მ2

0,36

0,45

23

ვაგზლები, რკინიგზის და საავტომობილო სადგურები

ღია  ფართის 1 მ2

0,008

0,01

დახურული ფართის 1 მ2

0,08

0,1

24

სამხედრო ნაწილები

ერთი ადგილი

0,24

0,3

25

საწარმოო ობიექტების ღია ტერიტორიები სადაც მიმდინარეობს საწარმოო პროცესი

საერთო  ფართის 1 მ2

0,008

0,01

 

ერთი თვის მოსაკრებლის ოდენობის გაანგარიშება იურიდიული პირებისათვის:

მ= გ X რ.

მ  –  ერთი თვის მოსაკრებელი იურიდიული პირებისათვის. (ლარი)

გ  –  მოსაკრებლის განაკვეთი თვეში ზომის ერთეულზე (ლარი)

რ  –  ზომის ერთეულის ფაქტიური რაოდენობა (შესაბამისი ფართი, ადგილი, საწოლი და ა.შ.)

 

 

 

 

 



დანართი  №2

 

ქ. ვალეს  ტერიტორიაზე დაწესებულებების, ორგანიზაციების, იურიდიული პირებისათვის დასუფთავების მოსაკრებლის ოდენობის განსაზღვრის შესახებ

 N

სამეწარმეო საქმიანობა

ზომის ერთეული

 

 

 

„რ“

ნარჩენების წლიური დაგროვების ნორმა   მ3

მოსაკრებლის  განაკვეთი თვეში

(1 მ3  -  8,70 ლარი)

 

(სვეტი N4) : 12 თვე X 8,70 ლარი

„გ“

1

2

3

4

5

1

მუზეუმები, ბიბლიოთეკები, არქივები

საერთო ფართის 1 მ2

0,016

0,011

2

ოფისები, სააგენტოები, პროფესიული და სახელმწიფო ორგანიზაციები

საერთო ფართის 1 მ2

0,12

0,08

3

ბანკები, საკრედიტო და საფინანსო ორგანიზაციები

საერთო ფართის 1 მ2

0,2

0,144

4

კინოთეატრები და თეატრები

მაყურებლის ერთი სავარძელი

0,2

0,144

5

სკოლები, ინსტიტუტები, კოლეჯები, საბავშვო ბაგა-ბაღები, საგანმანათლებლო დაწესებულებები

ერთ მოსწავლეზე

0,04

0,028

6

სასტუმროები

ერთი საწოლი

1,6

1,16

7

საავადმყოფოები

ერთი საწოლი

0,8

0,58

8

პოლიკლინიკები, სამედიცინო დიაგნოსტიკური ცენტრები, ექიმებისა და სტომატოლოგიური კაბინეტები

საერთო ფართის 1 მ2

0,08

0,057

9

სტადიონები, სპორტულ გამაჯანსაღებელი დაწესებულებების ღია ტერიტორიები და მანეჟები

ღია  ფართის 1 მ2

0,004

0,002

10

სასურსათო საქონლის მაღაზიები

სამუშაო ფართის 1 მ2

0,32

0,23

11

სამრეწველო საქონლის მაღაზიები და აფთიაქები

სამუშაო ფართის 1 მ2

0,25

0,18

12

აგრარული ბაზრები, ყვავილების ღია და დახურული მაღაზიები

სამუშაო ფართის 1 მ2

0,24

0,174

13

შერეული საქონლის ბაზრობები

სამუშაო ფართის 1 მ2

0,21

0,15

14

ავტოსადგომები და საწყობები პირდაპირი მიყიდვის გარეშე

ღია  ფართის 1 მ2

0,02

0,014

დახურული ფართის 1 მ2

0,08

0,057

15

ავტოგასამართი და თხევადი აირის სადგურები

საერთო  ფართის 1 მ2

0,08

0,057

16

ა/მანქანების სარემონტო სადგურები,  ტექ. მომსახურების ადგილები

ღია  ფართის 1 მ2

0,02

0,014

დახურული ფართის 1 მ2

0,14

0,1

17

აბანოები, საუნები

საერთო  ფართის 1 მ2

0,18

0,13

18

სადალაქოები და სილამაზის სალონები

საერთო  ფართის 1 მ2

0,24

0,174

19

რესტორნები, პიცერიები, სასადილოები, კაფეები და ბარები

ერთ დასაჯდომ ადგილზე

0,8

0,58

20

საბანკეტო დარბაზები სარიტუალო მომსახურებისათვის

ერთ დასაჯდომ ადგილზე

0,24

0,174

21

საცხობები

სამუშაო  ფართის 1 მ2

0,26

0,188

22

დისკოთეკები, ღამის კლუბები, კაზინოები, ტოტალიზატორები, სათამაშო და გასართობი ცენტრები

საერთო  ფართის 1 მ2

0,36

0,26

23

ვაგზლები, რკინიგზის და საავტომობილო სადგურები

ღია  ფართის 1 მ2

0,008

0,005

დახურული ფართის 1 მ2

0,08

0,05

24

სამხედრო ნაწილები

ერთი ადგილი

0,24

0,174

25

საწარმოო ობიექტების ღია ტერიტორიები სადაც მიმდინარეობს საწარმოო პროცესი

საერთო  ფართის 1 მ2

0,008

0,005

 

 

ერთი თვის მოსაკრებლის ოდენობის გაანგარიშება იურიდიული პირებისათვის:

მ= გ X რ.

მ  -  ერთი თვის მოსაკრებელი იურიდიული პირებისათვის (ლარი)

გ  -  მოსაკრებლის განაკვეთი თვეში ზომის ერთეულზე (ლარი)

რ  -  ზომის ერთეულის ფაქტობრივი რაოდენობა (შესაბამისი ფართი, ადგილი, საწოლი და ა.შ.)