,,ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“ საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 25 იანვრის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“ საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 25 იანვრის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 7
დოკუმენტის მიმღები საჩხერის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 28/03/2014
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 07/04/2014
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.130.016084
7
28/03/2014
ვებგვერდი, 07/04/2014
010250020.35.130.016084
,,ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“ საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 25 იანვრის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საჩხერის მუნიციპალიტეტი
 

საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №7

2014 წლის 28 მარტი

ქ. საჩხერე

 

,,ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“ საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 25 იანვრის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის  შესაბამისად, საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შეტანილი იქნას ცვლილება, ,, ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“   საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 25 იანვრის  №1 დადგენილებით (სსმ/ვებგვერდი, 31/01/2013)  დამტკიცებულ დანართში და დადგენილების დანართი ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეინგა ზაბახიძე



დანართი
ადგილობრივი (ქონების) გადასახადის განაკვეთები

მუხლი 1
1. საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის ქონების გადასახადის წლიური განაკვეთი  დასაბეგრი ქონების ღირებულების 1 %, გარდა ამ მუხლის მე-2 , მე-3 და მე-4 პუნქტებისა. ამ მუხლის მიზნებისათვის დასაბეგრი ქონების ღირებულება არის საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულება, რომელიც ქვემოთ ჩამოთვლილ შემთხვევებში, მხოლოდ უძრავ ქონებასთან მიმართები უნდა გაიზარდოს:
ა) 2000 წლამდე მიღებულ აქტივებზე – 3-ჯერ; 
ბ) 2000 წლიდან 2004 წლამდე მიღებულ აქტივებზე – 2-ჯერ; 
გ) 2004 წელს მიღებულ აქტივებზე – 1.5-ჯერ;
დ) იმ აქტივებზე, რომელთა მიღების შესახებ ინფორმაცია არ არსებობს, – ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ოდენობით.
2. საჩხერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სასმელი წყლის მიწოდების, წყალარინებისა და კანალიზაციის სისტემების, საქმიანობისათვის კულტურულ დარგში (საჩხერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული კინოთეატრები, რომელთა ადგილების რაოდენობა არის არანაკლებ 195 ადგილისა), ქონების გადასახადის წლიური განაკვეთი განისაზღვროს:

     0,1 %-ით და გავრცელდეს 2013 წლის 31 დეკემბრიდან წარმოშობილი საგადასახდო ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

3. საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭორვილის ტერიტორიაზე სარიტუალო მომსახურების დარგში ქონების გადასახადის წლიური განაკვეთი განისაზღვროს 0,1%-ით და გავრცელდეს 2012 წლის 31 დეკემბრიდან წარმოშობილი საგადასახადო ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებზე.
4. საჩხერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ბუნებრივი გაზის განაწილების სისტემების გაზსადენების, ქონების გადასახადის წლიური განაკვეთი განისაზღვროს 0,2 %-ით და გავრცელდეს 2013 წლის 31 დეკემბრიდან წარმოშობილი საგადასახადო ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებზე.
მუხლი 2
1. საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის, გარდა ამ მუხლის მე–2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, ლიზინგით გაცემულ დასაბეგრ ქონებაზე გადასახადის წლიური განაკვეთია  დასაბეგრი ქონების საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულების 1 %. 
2. სალიზინგო კომპანიისთვის ლიზინგით გაცემულ დასაბეგრ ქონებაზე წლიური გადასახადი ლიზინგის მთელი პერიოდის განმავლობაში შეადგენს მის მიერ დასაბეგრი ქონების  ლიზინგით პირველად გაცემის მომენტისათვის არსებული საბალანსო საწყისი ღირებულების 0.6 %. 
მუხლი 3
ფიზიკური პირის დასაბეგრ ქონებაზე გადასახადის წლიური განაკვეთებია:
ა) 100 000 ლარამდე შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების 0.1 %;
ბ) 100 000 ლარის ან მეტი შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების 1 %.
მუხლი 4
1. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ერთ ჰექტარზე ქონების გადასახადის წლიური განაკვეთები განისაზღვროს:
ა)  სახნავისათვის (მათ შორის, მრავალწლიანი ნარგავებით დაკავებული მიწა, საბაღე, საბოსტნე) და საკარმიდამოსათვის –  65 ლარი;
ბ) სათიბებისათვის (ბუნებრივი და გაკულტურებული) – 19 ლარი;
გ) საძოვრებისათვის (ბუნებრივი და გაკულტურებული) – 15 ლარი.
2. ტყის მიწებისათვის, რომლებიც გამოიყენება სასოფლო–სამეურნეო დანიშნულებით, ქონების გადასხადის წლიური განაკვეთი ერთ ჰექტარზე განისაზღვროს 30 ლარის ოდენობით.
3. ბუნებრივი რესურსებით მოსარგებლე პირისათვის შესაბამისი ლიცენზიის გაცემის საფუძველზე გამოყოფილი მიწებისათვის ქონების გადასახადის წლიური განაკვეთი ერთ ჰექტარზე განისაზღვროს 3 ლარის ოდენობით.

 

მუხლი 5
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების  გადასახადის  წლიური  განაკვეთი 1 კვ.მ-ზე:

 

 

მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობა

საბაზისო  განაკვეთი

(ლარი)

ტერიტორიული კოეფიციენტი

გადასახადის განაკვეთი ლარი/ 1 კვ.მ-ზე

 

ქ.საჩხერის ტერიტორია

0,24

0,83

0,20

მუნიციპალიტეტის სხვა დანარჩენი ტერიტორია

0,24

0,50

0,12

 

მუხლი 6
1. ქონების გადასახადისაგან გათავისუფლებულია ფიზიკური პირის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთები, რომელზედაც დამაგრებულია ამავე ფიზიკური პირის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება.
2. ქონების გადასახადის გამოანგარიშებისა და გადახდის წესი, შესაბამისი დაბეგვრის ობიექტის მიხედვით ქონების გადასახადისაგან გათავისუფლებული ქონების სახეები დადგენილია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 205-ე და 206-ე მუხლებით.