წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 22 აგვისტოს №17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 22 აგვისტოს №17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 12
დოკუმენტის მიმღები წყალტუბოს მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 28/03/2014
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 01/04/2014
ძალის დაკარგვის თარიღი 15/07/2014
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.122.016181
12
28/03/2014
ვებგვერდი, 01/04/2014
010260020.35.122.016181
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 22 აგვისტოს №17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
წყალტუბოს მუნიციპალიტეტი
 

              წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №12

2014 წლის 28 მარტი

ქ. წყალტუბო

 

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 22 აგვისტოს №17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

   ,,ადგილობრივი   თვითმმართველობის   შესახებ “  საქართველოს   ორგანული   კანონის   43-ე   მუხლის  მე-2 პუნქტისა   და  ,,ნორმატიული   აქტების   შესახებ“   საქართველოს  კანონის   მე-20   მუხლის  მე-4   პუნქტის   შესაბამისად,   წყალტუბოს  მუნიციპალიტეტის   საკრებულომ   დ  ა  ა  დ  გ  ი  ნ  ა :

მუხლი 1
   შეტანილ  იქნას  ცვლილება ,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 22 აგვისტოს №17 დადგენილებაში  (,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნე”, www.matsne.gov.ge. სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.122.016151.30/08/2013) და ამ დადგენილებით დამტკიცებული   დებულება   ჩამოყალიბდეს  ახალი   რედაქციით  (დანართი №1).
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარეკახა ბაბუნაშვილი



                                                                                                                               დანართი №1
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის

ადმინისტრაციული სამსახურის დებულება


თავი I
ზოგადი დებულებები

მუხლი 1. გამგეობის ადმინისტრაციული სამსახური
1. გამგეობის ადმინისტრაციული სამსახური (შემდგომ – სამსახური) წარმოადგენს გამგეობის სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც ახორციელებს გამგეობის საქმიანობის ორგანიზაციულ, იურიდიულ, დოკუმენტურ, ანალიტიკურ და საინფორმაციო უზრუნველყოფას.

2. სამსახურის ფუნქციაა უზრუნველყოს გამგეობის საქმიანობისათვის შესაბამისი პირობების შექმნა, გაუწიოს დახმარება გამგეობას უფლებამოსილების განხორციელებაში, მიაწოდოს ინფორმაცია მოსახლეობას გამგეობის საქმიანობის შესახებ, ორგანიზაციულად უზრუნველყოს მოქალაქეთა ურთიერთობა გამგეობასთან.

3. სამსახური წარმოადგენს გამგეობის მუდმივმოქმედ, მუდმივი და ანაზღაურებადი შტატების საფუძველზე შექმნილ სამსახურს.

4. სამსახური არ არის იურიდიული პირი. თანამშრომელთა შრომის ანაზღაურება ხორციელდება თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტიდან.

5. სამსახურის ადგილსამყოფელია: ქ. წყალტუბო, რუსთაველის ქ. №25.


მუხლი 2. სამსახურის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლები
   სამსახურის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლებია საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“, საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“, საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტები, გამგეობის დებულება და ეს დებულება.

მუხლი 3. . სამსახურის ძირითადი ფუნქციები
სამსახურის ძირითადი ფუნქციებია:

1. ორგანიზაციულ-ტექნიკურად უზრუნველყოს გამგეობის სამუშაო თათბირების, აგრეთვე გამგეობის სტრუქტურული ერთეულების, ტერიტორიული ორგანოებისა და გამგეობის თანამდებობის პირების მიერ სხვადასხვა ღონისძიებების ჩატარება. უზრუნველყოს გამგეობის საქმიანობის შესახებ ოპერატიული ინფორმაციის მომზადება და გამოქვეყნება.

2. გამგებლის დავალებების შესაბამისად მოამზადოს გამგეობის სამუშაო გეგმების პროექტები.

3. ორგანიზება გაუწიოს გამგეობის ურთიერთობას საკრებულოსთან, სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებთან, დაწესებულებებთან, საწარმოებთან, საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან და მოქალაქეებთან.

4. მოამზადოს გამგებლის მიერ საკრებულოში წარსადგენი საკრებულოს სამართლებრივი აქტებისა და გამგებლის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტები.

5. დაიცვას გამგეობის ინტერესები სასამართლოში.

6. უზრუნველყოს ერთიანი საქმისწარმოება, სამსახურებრივი დოკუმენტების, მოქალაქეთა, ორგანიზაციების, დაწესებულებების მიერ გამოგზავნილი წერილების და მიმართვების აღრიცხვა, სისტემატიზაცია, მათი გადაგზავნა ადრესატებისათვის, განახორციელოს კონტროლი დასმული საკითხების კანონმდებლობით დადგენილ ვადაში განხილვაზე, უზრუნველყოს დოკუმენტაციის შენახვა და საარქივო მასალის დამუშავება.

7. მოახდინოს გამგეობის საქმიანობის საინფორმაციო, ანალიტიკური, საცნობარო და ტექნოლოგიურ-პროგრამული უზრუნველყოფა, გამგეობის ოფიციალური ინფორმაციის გავრცელება. მასობრივი ინფორმაციის ორგანოებთან მუშაობის ორგანიზება.

8. უზრუნველყოს გამგეობაში მოქალაქეთა მომსახურების ბიუროს მუშაობის ორგანიზება.

9. უზრუნველყოს გამგეობის სამსახურებისა და მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოების მატერიალურ-ტექნიკური ინვენტარით მომარაგება და შესაბამისი საფინანსო დოკუმენტაციის მომზადება, წარდგენა საფინანსო-საბიუჯეტო და შესყიდვების სამსახურში. გამგეობის ადმინისტრაციული შენობის დაცვა მოვლა-პატრონობა, აღჭურვა, კეთილმოწყობა და კომუნალური მომსახურება, ხანძარსაწინააღმდეგო ღონისძიებების ორგანიზება, ადმინისტრაციულ შენობაში და მიმდებარე ტერიტორიაზე სანიტარული ნორმების დაცვა.

10. უზრუნველყოს გამგეობის ადმინისტრაციულ შენობაში საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნიკის განთავსება და გამართული ფუნქციონირება.

11.  შეასრულოს გამგებლის სხვა დავალებები.


თავი II
სამსახურის სტრუქტურა

მუხლი 4. სამსახურის სტრუქტურა
სამსახური აერთიანებს:

იურიდიულ საკითხთა  განყოფილებას.

 საქმის წარმოების, საზოგადოებასთან ურთიერთობისა  და კადრების განყოფილებას.


თავი III
სამსახურის განყოფილებებისა და მუშაკთა ფუნქციები

მუხლი 5. იურიდიულ საკითხთა განყოფილება უზრუნველყოფს:
1. გამგეობის სტრუქტურული ერთეულებისა და მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოების იურიდიულ კონსულტირებას, სამართლებრივი დასკვნების მომზადებას;

2.  გამგეობაში შემუშავებული სამართლებრივი აქტების პროექტების, ადმინისტრაციული გარიგებების, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმების და სხვა დოკუმენტების სამართლებრივ გამართულობას, მათ შესაბამისობას მოქმედ კანონმდებლობასთან და მუნიციპალიტეტის ნორმატიულ აქტებთან.

3.  გამგეობის კანონიერი ინტერესების დაცვას სასამართლოში.

4. გამგეობის კანონიერი ინტერესების დაცვას სამართლებრივ ურთიერთობებში სახელმწიფო ორგანოებთან, ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან.


მუხლი 6. საქმისწარმოების,საზოგადოებასთან ურთიერთობისა და კადრების განყოფილება
1. საქმისწარმოების, საზოგადოებასთან ურთიერთობისა  და კადრების განყოფილება უზრუნველყოფს:

ა) გამგეობაში მოქალაქეთა მიღებას მოქალაქეთა მომსახურების ბიუროს მეშვეობით „ერთი სარკმლის პრინციპის დაცვით“, გამგეობის კორესპოდენციის მიღება-რეგისტრაციას და ადრესატებისათვის გადაგზავნას.

ბ) გამგებლის სამართლებრივი აქტების გამოქვეყნებას.

გ) ადმინისტრაციული წარმოების დადგენილი წესებისა და პროცედურების დაცვას.

დ) საქმისწარმოებაში დაშვებული დოკუმენტების სათანადოდ გაფორმებას და დოკუმენტბრუნვას.

ე) საქმეთა ნომენკლატურის შედგენას და არქივირებას.

ვ) საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობას.

ზ) დოკუმენტების შესრულების კონტროლს და შესრულების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციის მომზადებას.

თ) გასული დოკუმენტების გაგზავნას.

ი) საქმეთა მომზადებას არქივისათვის ჩასაბარებლად.

კ) ადმინისტრაციული წარმოების წესებისა და პროცედურების დაცვას.

ლ) საქმისწარმოებაში ბეჭდების, შტამპების, ბლანკების სათანადოდ გამოყენებას.

მ) გამგეობის მოხელეთათვის საქმისწარმოების წესების გაცნობას და კონტროლს მათ დაცვაზე;

ნ) ელექტრონული საქმისწარმოების დანერგვას.

ო) მოსამსახურეთა პირადი საქმეების წარმოებას.

პ) მოსამსახურეთათვის საკლასო ჩინების მინიჭების თაობაზე საკითხების მომზადებას.

ჟ) მოსამსახურეთა სამსახურებრივი გადაადგილების და დენადობის თაობაზე სტატისტიკური მონაცემების დამუშავებას.

რ) მოსამსახურეთა პროფესიული მომზადების, გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების ორგანიზებას, სტაჟირებასთან და პრაქტიკის გავლასთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტას.

ს) გამგეობის საშტატო ნუსხაში ცვლილებებისა და დამატებების შესახებ წინადადებების შემუშავებას, შესაბამისი პროექტების მომზადებას.

ტ) მოსამსახურეთა წახალისებისა და მათზე დისციპლინური ზომების გამოყენების თაობაზე წინადადებების მომზადებას.

უ) მოსამსახურეთა სამუშაოზე მიღების, სამსახურებრივი გადაადგილების, გადაყვანის, განთავისუფლების, უფლებამოსილებათა შეჩერების, შვებულებაში გასვლის და მივლინების დოკუმენტების გაფორმებას.

ფ) გამგეობის შტატგარეშე და დამხმარე მოსამსახურეებთან შრომითი ხელშეკრულების გაფორმებას, აღრიცხვასა და კონტროლს ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დაცვაზე.

ქ) გამგეობის მოსამსახურეთა მიერ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი შეზღუდვების დაცვის კონტროლს.

ღ) კონტროლს გამგეობის მოსამსახურეთა მიერ კანონით დადგენილი დეკლარაციების წარდგენაზე.

ყ) გამგეობის საქმიანობის შესახებ ოფიციალური ინფორმაციის გავრცელებას.

 შ) პრეს-კონფერენციების, ბრიფინგების, ჟურნალისტებთან შეხვედრების ჩატარებას.

ჩ) გამგეობის საქმიანობის შესახებ მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გაშუქებული მასალებისა და პუბლიკაციების ანალიზს.

ც)გამგეობაში ჟურნალისტების აკრედიტაციას, საზოგადოებასთან ქმედითი ურთიერთობების ჩამოყალიბებას.

ძ) სოციოლოგიური გამოკითხვების ჩატარების ორგანიზებაში მონაწილეობას.;

წ) გამგეობის ვებგვერდის ადმინისტრირებას;

ჭ) გამგებლის პრეს-კონფერენციების ჩატარებას, გამგეობის საქმიანობის შესახებ ყოველთვიური პრეს-დაიჯესტის მომზადებას და გამოქვეყნებას; გამგეობის ურთიერთობას მასობრივ საინფორმაციო საშუალებებთან;

ხ) მატერიალურ-ტექნიკური საკითხების მოგვარებასა და საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნიკის გამართულ ფუნქციონირებას.


თავი IV
სამსახურის უფროსი

მუხლი 7. სამსახურის უფროსი:
1. გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის ხელმძღვანელი (სამსახურის უფროსი) არის ადგილობრივი თვითმმართველობის თანამდებობის პირი (საჯარო მოხელე), რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი.

2. გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი:

ა) წარმართავს სტრუქტურული ერთეულის საქმიანობას და პასუხისმგებელია ამ ერთეულის მიერ დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე.

ბ) ანაწილებს ფუნქციებს სამსახურის მოსამსახურეთა შორის.

გ) გამგებელს წარუდგენს წინადადებებს სამსახურის საკადრო საკითხებთან დაკავშირებით მოსამსახურეთა წახალისების და მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების, მოსამსახურეთა მიერ მორიგი და დამატებითი შვებულებების გამოყენების, მოსამსახურეთა სამსახურებრივი მივლინებების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და სწავლების შესახებ.

დ) განსაზღვრავს სამსახურის საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის წესს, ფორმებსა და მეთოდებს; მოსამსახურეთა თანამდებობრივ მოვალეობებს.

ე) გამგებელს წარუდგენს სამსახურის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს.

ვ) გამგებელს პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს სამსახურის მიერ შესრულებულ სამუშაოთა შესახებ.

ზ) ანგარიშვალდებულია გამგებლის წინაშე.

3. სამსახურის საქმიანობაზე სამსახურებრივ ზედამხედველობას ახორციელებს გამგებელი.

4. სამსახურის უფროსის მიერ თანამდებობრივ უფლებამოსილებათა შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში, მის მოვალეობას, გამგებლის დავალებით, ასრულებს სამსახურის ერთ-ერთი განყოფილების უფროსი ან ერთ-ერთი მოხელე.


თავი V
სამსახურის საჯარო მოსამსახურეები

მუხლი 8. . სამსახურის საჯარო მოსამსახურეების თანამდებობაზე დანიშვნის წესი
სამსახურის საჯარო მოსამსახურეები თანამდებობაზე ინიშნებიან „საჯარო სამსახურის შესახებ“    საქართველოს კანონით განსაზღვრული წესით.

მუხლი 9. სამსახურის საჯარო მოსამსახურეთა უფლებები
სამსახურის საჯარო მოსამსახურეებს უფლება აქვთ:

ა) წარუდგინონ ხელმძღვანელს წინადადებები საქმიანობის სრულყოფის თაობაზე.

ბ) მიიღონ მათი მუშაობისათვის აუცილებელი კონსულტაციები.

გ) ისარგებლონ მათი მუშაობისათვის საჭირო სამართლებრივი აქტებით, საინფორმაციო და სხვა მასალებით.

დ) დააყენონ ხელმძღვანელის წინაშე საკითხი მათი ფუნქციონალური მოვალეობების შესრულებისათვის საჭირო პირობების უზრუნველყოფის შესახებ.

ე) დადგენილი წესით ისარგებლონ გასამრავლებელი და საინფორმაციო -საკომუნიკაციო ტექნიკით, სხვა შესაბამისი ტექნიკური საშუალებებით.

ვ) ისარგებლონ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საჯარო მოსამსახურის სხვა უფლებებითა და გარანტიებით.


მუხლი 10. სამსახურის საჯარო მოსამსახურეთა მოვალეობები
სამსახურის საჯარო მოსამსახურეები ვალდებული არიან:

ა) ზუსტად შეასრულონ და დაიცვან „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს კანონმდებლობით და ამ დებულებით განსაზღვრული ფუნქციონალური მოვალეობანი.

ბ) დროულად და სრულყოფილად შეასრულონ უშუალოდ ხელმძღვანელების დავალებები.

გ) შესაბამისი საფუძვლის არსებობისას დაიცვან საიდუმლოების რეჟიმი.

დ) იმუშაონ თავისი პროფესიონალური მომზადების დონის ასამაღლებლად.

ე) განუხრელად შეასრულონ დადგენილი შრომის შინაგანაწესის მოთხოვნები.

ვ) გაუფრთხილდნენ მათ სარგებლობაში არსებულ საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნიკას, ინვენტარსა და სხვა სახაზინო ქონებას.


თავი VI
დასკვნითი დებულებები

მუხლი 11. სამსახურის რეორგანიზაცია
  სამსახურის რეორგანიზაცია და მასთან დაკავშირებული სამართლებრივი საკითხები წესრიგდება საქართველოს კანონმდებლობითა და წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების შესაბამისად, აგრეთვე საკრებულოს თავმჯდომარის მიერ ამ ნორმატიული აქტების საფუძველზე გამოცემული ბრძანების მიხედვით.