დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ მიერ გამარტივებული შესყიდვის განხორციელების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1414 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 20/07/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, 20/07/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1414
2012 წლის 20 ივლისი
ქ. თბილისი
შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ მიერ გამარტივებული შესყიდვის განხორციელების შესახებ
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიებების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 25 ივნისის №1251 განკარგულების პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვა განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.
პრემიერ-მინისტრი ივანე მერაბიშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები