„სახელმწიფო პროგრამა „იაფი კრედიტის“ „რეგიონალური ტურიზმის, სოფლის მეურნეობისა და ხალხური რეწვის განვითარების“ ქვეპროგრამის ფარგლებში შერჩეული საწარმოების ნუსხის დამტკიცებისა და სესხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 31 ოქტომბრის №709 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word

დოკუმენტის ნომერი 1383
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 16/07/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გამოუქვეყნებელი, 16/07/2012
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
1383
16/07/2012
გამოუქვეყნებელი, 16/07/2012
000000000.00(0).000.000000
„სახელმწიფო პროგრამა „იაფი კრედიტის“ „რეგიონალური ტურიზმის, სოფლის მეურნეობისა და ხალხური რეწვის განვითარების“ ქვეპროგრამის ფარგლებში შერჩეული საწარმოების ნუსხის დამტკიცებისა და სესხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 31 ოქტომბრის №709 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1383

2012 წლის 16 ივლისი

ქ. თბილისი

 „სახელმწიფო პროგრამა „იაფი კრედიტის“ „რეგიონალური ტურიზმის, სოფლის მეურნეობისა და ხალხური რეწვის განვითარების“ ქვეპროგრამის ფარგლებში შერჩეული საწარმოების ნუსხის დამტკიცებისა და სესხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 31 ოქტომბრის №709 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „სახელმწიფო პროგრამა „იაფი კრედიტის“ „რეგიონალური ტუ­რიზმის, სოფლის მეურნეობისა და ხალხური რეწვის განვითარების“ ქვე­პროგრამის ფარგლებში შერჩეული საწარმოების ნუსხის დამტკიცებისა და სესხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 31 ოქტომბრის №709 განკარგულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „2. განკარგულების პირველი პუნქტის „ბ“, „ე“, „თ“ და „ი“ ქვე­პუნქ­ტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში სესხი გაიცემა 6 წლის ვადით.“;

ბ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. ამ განკარგულების პირველი პუნქტის „ბ“, „ე“, „თ“ და „ი“ ქვეპუნქ­ტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, სესხის ძირითადი თანხისა და პროცენტის გადახდა განხორციელდეს დროის შემდეგ შუალედებში – ამ განკარ­გუ­ლების მე-5 პუნქტით განსაზღვრული სესხის გადახდის დაწყების დრო­ი­დან 2012 წლის 6 ივლისამდე; 2013 წლის 1 ივლისიდან 1 ოქტომბ­რამ­დე და 2014 წლის 1 ივლისიდან სესხის გადახდის ვადის ამოწურვამდე, ყო­ველ­­თვი­­ურად; ყველა სხვა დანარჩენ შემთხვევაში სესხის ძირითადი თან­ხისა და პროცენტის გადახდა განხორციელდეს ამ განკარგულების მე-5 პუნ­­ქ­ტით განსაზღვრული სესხის გადახდის დაწყების დროიდან სესხის ხან­­გრ­­­ძლივობის ვადის ამოწურვამდე, ყოველთვიურად.“;

გ) განკარგულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 61 პუნქტი:

„61. განკარგულების პირველი პუნქტის „ბ“, „ე“, „თ“ და „ი“ ქვეპუნ­ქ­ტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში 2012 წლის 6 ივლისიდან დროის იმ შუალედებში დარიცხული პროცენტი, როდესაც ამ განკარგულების მე-6 პუნქტის შესაბამისად სესხის ძირითადი თანხისა და პროცენტის გადახდა არ ხორციელდება, გადახდილ იქნეს სესხის გადახდის დარჩენილ პერი­ოდ­­ზე განაწილებით სესხის ხანგრძლივობის ვადის ამოწურვამდე.“.

2. საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – საქართველოს მუნიცი­პა­ლური განვითარების ფონდმა ამ განკარგულებით გათვალისწინებული პი­რობების შესაბამისად შეიტანოს ცვლილებები სესხების ბენეფიცია­რებ­თან გაფორმებულ სესხის ხელშეკრულებებსა და სესხის დაფარვის გრა­ფი­კებში.

3. განკარგულების პირობების შესაბამისად სესხის ხელშეკრულებასა და სესხის დაფარვის გრაფიკში განსახორციელებელ ცვლილებებზე სესხის ბენეფიციარის მხრიდან უარის შემთხვევაში ძალაში დარჩეს ამ განკარგუ­ლების ამოქმედებამდე ბენეფიციართან გაფორმებული სესხის ხელშეკ­რუ­ლება და სესხის დაფარვის გრაფიკი.

პრემიერ-მინისტრი                                   ივანე მერაბიშვილი