დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს საერთაშორისო პროგრამებისა და ქართული კულტურის პოპულარიზაციის დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ 2013 წლის 19 ნოემბერის №05/76 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 05/82 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 02/04/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 08/04/2014 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 31/12/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010320040.22.054.016110 |
|
„საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს საერთაშორისო პროგრამებისა და ქართული კულტურის პოპულარიზაციის დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ 2013 წლის 19 ნოემბრის №05/76 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს საერთაშორისო პროგრამებისა და ქართული კულტურის პოპულარიზაციის დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ 2013 წლის 19 ნოემბრის №05/76 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს საერთაშორისო პროგრამებისა და ქართული კულტურის პოპულარიზაციის დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების“ მე-3, მე-4 და მე-5 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 3. საერთაშორისო პროგრამებისა და ქართული კულტურის პოპულარიზაციის დეპარტამენტის საერთაშორისო პროგრამების სამმართველოს უფროსი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებს: ა) უმაღლესი განათლება; ბ) მუშაობის არანაკლებ 5-წლიანი გამოცდილება, საერთაშორისო პროექტების მართვის არანაკლებ 3-წლიანი გამოცდილება; გ) საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს კანონის „საჯარო სამსახურის შესახებ”, საქართველოს კანონის „კულტურის შესახებ“, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს დებულების, საქართველოს კანონის „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ” - ცოდნა; დ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word; Microsoft Office Excel; ინტერნეტი) ცოდნა; ე) ინგლისური და რუსული ენების ცოდნა (ძალიან კარგად). მუხლი 4. საერთაშორისო პროგრამებისა და ქართული კულტურის პოპულარიზაციის დეპარტამენტის საერთაშორისო პროგრამების სამმართველოს მთავარი სპეციალისტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებს: ა) უმაღლესი განათლება; ბ) მუშაობის არანაკლებ 3-წლიანი გამოცდილება; გ) საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს კანონის „საჯარო სამსახურის შესახებ”, საქართველოს კანონის „კულტურის შესახებ“, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს დებულების, საქართველოს კანონის „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ” - ცოდნა; დ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word; Microsoft Office Excel; ინტერნეტი) ცოდნა; ე) ინგლისური და რუსული ენების ცოდნა (ძალიან კარგად). მუხლი 5. საერთაშორისო პროგრამებისა და ქართული კულტურის პოპულარიზაციის დეპარტამენტის საერთაშორისო პროგრამების სამმართველოს სპეციალისტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებს: ა) უმაღლესი განათლება; ბ) მუშაობის არანაკლებ 1-წლიანი გამოცდილება; გ) საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს კანონის „საჯარო სამსახურის შესახებ”, საქართველოს კანონის „კულტურის შესახებ“, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს დებულების, საქართველოს კანონის „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ” - ცოდნა; დ) საოფისე კომპიუტერული (Microsoft Office Word; Microsoft Office Excel; ინტერნეტი) ცოდნა; ე) ინგლისური და რუსული ენების ცოდნა (კარგად).“ |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები