საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ

  • Word
საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1378
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 13/07/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გამოუქვეყნებელი, 13/07/2012
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
1378
13/07/2012
გამოუქვეყნებელი, 13/07/2012
000000000.00(0).000.000000
საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1378

2012 წლის 13 ივლისი

ქ. თბილისი

საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ

სარწყავი არხების სატუმბი სადგურების ფუნქციონირებასთან და­კავ­შირებული ხარჯების დაფინანსების მიზნით, საქართველოს ფინან­სთა სამინისტრომ „საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან ადგილობრივ თვითმმართველ ერ­თეულებს გამოუყოს 670 000 (ექვსას სამოცდაათი ათასი) ლარი, მათ შორის:

1. გორის მუნიციპალიტეტს – 400 000 (ოთხასი ათასი) ლარი, მეღვრეკისის სატუმბი სადგურისათვის.

2. კასპის მუნიციპალიტეტს – 200 000 (ორასი ათასი) ლარი, მათ შორის:

ა) ქვახვრელის სატუმბი სადგურისათვის – 110 000 (ას ათი ათასი) ლარი;

ბ) თეზი-ოკამის სატუმბი სადგურისათვის – 90 000 (ოთხმოც­და­ათი ათასი) ლარი.

3. ქარელის მუნიციპალიტეტს – 70 000 (სამოცდაათი ათასი) ლარი, ურბნისის სატუმბი სადგურისათვის.

 

პრემიერ-მინისტრი                   ივანე მერაბიშვილი