არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – სოფლის მეურნეობის განვითარების ფონდის ანგარიშზე თანხის გადარიცხვის შესახებ

  • Word
არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – სოფლის მეურნეობის განვითარების ფონდის ანგარიშზე თანხის გადარიცხვის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1336
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 13/07/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გამოუქვეყნებელი, 13/07/2012
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
1336
13/07/2012
გამოუქვეყნებელი, 13/07/2012
000000000.00(0).000.000000
არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – სოფლის მეურნეობის განვითარების ფონდის ანგარიშზე თანხის გადარიცხვის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1336

2012 წლის 13 ივლისი

ქ. თბილისი

არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – სოფლის მეურნეობის განვითარების ფონდის ანგარიშზე თანხის გადარიცხვის შესახებ

1. „საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ სა­ქართველოს კანონით გათვალისწინებული ქვეპროგრამა „ქართული ღვი­­ნოპროდუქციის პოპულარიზაციის ხელშეწყობის ღონისძიებების“ (პრო­გ­რამული კოდი – 37 03 03) ფარგლებში გამოყოფილი ასიგნებები­დან სა­ქარ­თველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მმართველობის სფე­რო­ში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – ღვინის ერო­ვ­ნულმა სააგენტომ ქართული ღვინოპროდუქციის პოპულარიზაციის მი­ზ­ნით საჭირო ღონისძიებების უზრუნველსაყოფად 100 000 (ასი ათასი) ლარი მიმართოს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – სოფლის მეურნეობის განვითარების ფონდის ანგარიშზე.

2. არასამეწარმეო (არაკომერციულმა) იურიდიულმა პირმა – სოფ­ლის მეურნეობის განვითარების ფონდმა უზრუნველყოს ქვეყანაში საჰაერო ტრანსპორტით ჩამოსული უცხოელი ვიზი­ტო­რებისათვის ერთი ბოთლი ქართული ღვინის (187 მლ) უსასყიდ­ლოდ გადაცემა.

3. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიებების შეზღუდულ ვადებ­ში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, ამ განკარგულების მე-2 პუნ­ქტით გათვალისწინებული ღონისძიებების განსახორციელებლად საჭირო სა­ხე­ლ­მწიფო შესყიდვა განხორციელდეს გამარტივებული შესყიდვის სა­შუ­­­ა­ლე­ბით.

 

     პრემიერ-მინისტრი                                  ივანე მერაბიშვილი