„ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის წვევამდელთა, რეზერვისტთა, სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 25 თებერვლის №29 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 4
დოკუმენტის მიმღები ხობის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 28/03/2014
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 02/04/2014
ძალის დაკარგვის თარიღი 01/08/2014
სარეგისტრაციო კოდი 120260000.35.106.016103
4
28/03/2014
ვებგვერდი, 02/04/2014
120260000.35.106.016103
„ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის წვევამდელთა, რეზერვისტთა, სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 25 თებერვლის №29 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ხობის მუნიციპალიტეტი
 
 ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №4

2014 წლის 28 მარტი

ქ. ხობი

„ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის წვევამდელთა, რეზერვისტთა, სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 25 თებერვლის №29 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

 „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ და „მობილიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონებისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

1. „ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის წვევამდელთა და რეზერვისტთა აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 25 თებერვლის №29 დადგენილებაში („სსმ, 110307107, 21/03/2011წ., სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი: 120260000.35.106.016022) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, საქართველოს პრეზიდენტის ან/და საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, მუნიციპალიტეტის გამგებელს წარუდგენს წინადადებებს ახალგაზრდობის სამხედრო სამსახურისთვის მომზადების, პირველადი სამხედრო აღრიცხვის, სამხედრო სამსახურში გაწვევისა და სხვა სამუშაოს შესრულების შესახებ;“.

2. დადგენილება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეკახა ბუკია