„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის ქალაქ გორში განთავსებასთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 12 აპრილის №668 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word

დოკუმენტის ნომერი 726
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 24/04/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გამოუქვეყნებელი, 24/04/2012
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
726
24/04/2012
გამოუქვეყნებელი, 24/04/2012
000000000.00(0).000.000000
„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის ქალაქ გორში განთავსებასთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 12 აპრილის №668 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა

 საქართველოს მთავრობის

განკარგულება №726

2012 წლის 24 აპრილი

ქ. თბილისი

 „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის ქალაქ გორში განთავსებასთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 12 აპრილის №668 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის ქალაქ გორში განთავსებასთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 12 აპრილის №668 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ „საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით მისთვის გამოყოფილი ასიგნებებიდან 670 000 (ექვსას სამოცდაათი ათასი) ლარი მიმართოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის ქალაქ გორში გადასვლასთან დაკავშირებით, საიდანაც:

ა) 350 000 (სამას ორმოცდაათი ათასი) ლარი – საჭირო საოფისე ინვენტარისა და ტექნიკის შეძენასა და განთავსებასთან დაკავშირებული მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის განხორციელებისათვის;

ბ) 280 000 (ორას ოთხმოცი ათასი) ლარი – დამატებითი სამშენებლო-სარემონტო სამუშაოებისა და მასთან დაკავშირებული საპროექტო, საექსპერტო, დეფექტური აქტებისა და ხარჯთა ნუსხების შედგენის მომსახურების სახელმწიფო შესყიდვისათვის;

გ) 40 000 (ორმოცი ათასი) ლარი – ქალაქ გორში სამინისტროს ცენტრალური აპარატის შენობის პირველი სართულის ფოიეს ექსპოზიციის, არქიტექტურულ-დიზაინპროექტისა და შესაბამისი საქონლისა და მომსახურების სახელმწიფო შესყიდვისათვის.“.

 პრემიერ-მინისტრი                                                            ნ. გილაური