დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს მიერ ზოგიერთი ღონისძიების განხორციელების თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 710 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 24/04/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, 24/04/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №710
2012 წლის 24 აპრილი
ქ. თბილისი
საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს მიერ ზოგიერთი ღონისძიების განხორციელების თაობაზე
1. საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრომ „საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით მისთვის გათვალისწინებული ასიგნებების ფარგლებში მოიძიოს 3 600 000 (სამი მილიონ ექვსასი ათასი) ლარი შემდეგი ღონისძიებების დასაფინანსებლად:
ა) 1 300 000 (ერთი მილიონ სამასი ათასი) ლარი – №19 ტუბერკულოზის სამკურნალო და სარეაბილიტაციო ცენტრის ახალი კორპუსის ინფრასტრუქტურის მოწყობის, მათ შორის, საერთაშორისო სტანდარტებით დადგენილი თანამედროვე სამედიცინო აპარატურის შესაძენად;
ბ) 1 300 000 (ერთი მილიონ სამასი ათასი) ლარი – რეგიონებში განთავსებულ სასჯელაღსრულების დაწესებულებებთან ექვსი საზოგადოებრივი მისაღების მშენებლობის, გარე ინფრასტრუქტურის, კომუნიკაციებისა და მიმდებარე ტერიტორიების მოწყობის ხარჯების დასაფინანსებლად;
გ) 1 000 000 (ერთი მილიონი) ლარი – სასჯელაღსრულების არსებული დაწესებულებების რეკონსტრუქცია-რემონტისა და აუცილებელი მანქანა-დანადგარების შესაძენად.
2. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის დროს გაითვალისწინოს შესაბამისი ასიგნებების გამოყოფა საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროსათვის.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები