დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| მესტიაში ტურიზმის განვითარების მიზნით ზოგიერთი ღონისძიების განხორციელების თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1311 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 06/07/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, 06/07/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1311
2012 წლის 6 ივლისი
ქ. თბილისი
მესტიაში ტურიზმის განვითარების მიზნით ზოგიერთი ღონისძიების განხორციელების თაობაზე
1. 2012 წლის განმავლობაში შპს „MESTIA RESORTS“-ის ადმინისტრაციული ხარჯების, წყალგაყვანილობის სარეაბილიტაციო სამუშაოებისა და კურორტზე არსებული საზაფხულო ბანაკის მოწყობის და ფუნქციონირების დაფინანსების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან შპს „MESTIA RESORTS“-ს გადაურიცხოს 270 000 (ორას სამოცდაათი ათასი) ლარი.
2. ეთხოვოს მესტიის მუნიციპალიტეტს, განკარგულების პირველი პუნქტით გამოყოფილი 270 000 (ორას სამოცდაათი ათასი) ლარით გაზარდოს შპს „MESTIA RESORTS“-ის კაპიტალი.
3. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ შპს „MESTIA RESORTS“-ისათვის გადარიცხული თანხა ასახოს, როგორც მესტიის მუნიციპალიტეტისათვის გადარიცხული ტრანსფერი.
პრემიერ-მინისტრი ივანე მერაბიშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები