დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1309 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 06/07/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, 06/07/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1309
2012 წლის 6 ივლისი
ქ. თბილისი
საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ
„სპორტის არაოლიმპიურ სახეობებში მოასპარეზე საქართველოს სპორტსმენთა ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 1 დეკემბრის №849 განკარგულების მე‑3 პუნქტის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, 2012 წლის ევროპის ერთა თასის მოპოვებისა და 2012 წელს FIRA‑IRB‑ის ეგიდით ჩატარებულ ოფიციალურ‑სარეიტინგო შეხვედრებში მოპოვებული თითოეული გამარჯვებისათვის, რაგბში საქართველოს ეროვნული ნაკრები გუნდის (წევრების, მწვრთნელებისა და სხვა პერსონალის) ფულადი პრიზებით დაჯილდოების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს გამოუყოს 190 000 (ას ოთხმოცდაათი ათასი) აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი.
პრემიერ‑მინისტრი ივანე მერაბიშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები