დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „გურჯაანის მუნიციპალიტეტისათვის საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხის გამოყოფის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 7 მარტის №408 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1307 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 05/07/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, 05/07/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1307
2012 წლის 6 ივლისი
ქ. თბილისი
„გურჯაანის მუნიციპალიტეტისათვის საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხის გამოყოფის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 7 მარტის №408 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „გურჯაანის მუნიციპალიტეტისათვის საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხის გამოყოფის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 7 მარტის №408 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან გურჯაანის მუნიციპალიტეტს გამოუყოს 3 546 800 (სამი მილიონ ხუთას ორმოცდაექვსი ათას რვაასი) ლარი, მათ შორის:
ა) გურჯაანის მუნიციპალიტეტში სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსის რეაბილიტაციასთან დაკავშირებული ხარჯების დაფინანსების მიზნით – 2 845 317 (ორი მილიონ რვაას ორმოცდახუთი ათას სამას ჩვიდმეტი) ლარი;
ბ) პრიორიტეტული ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების მიზნით – 601 483 (ექვსას ერთი ათას ოთხას ოთხმოცდასამი) ლარი;
გ) სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსის სპორტული ინვენტარით აღჭურვის მიზნით – 100 000 (ასი ათასი) ლარი.“.
პრემიერ-მინისტრი ივანე მერაბიშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები