,,სიღნაღის მუნიციპალიტეტის 2014 წლის სოციალური დახმარების მუნიციპალური პროგრამა და მისი გაცემის წესის დამტკიცების შესახებ” სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 17 იანვრის №2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 6
დოკუმენტის მიმღები სიღნაღის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 27/03/2014
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 02/04/2014
სარეგისტრაციო კოდი 270070000.35.168.016103
6
27/03/2014
ვებგვერდი, 02/04/2014
270070000.35.168.016103
,,სიღნაღის მუნიციპალიტეტის 2014 წლის სოციალური დახმარების მუნიციპალური პროგრამა და მისი გაცემის წესის დამტკიცების შესახებ” სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 17 იანვრის №2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
სიღნაღის მუნიციპალიტეტი
 
სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №6

2014 წლის  27 მარტი

ქ. სიღნაღი

,,სიღნაღის მუნიციპალიტეტის 2014 წლის სოციალური დახმარების მუნიციპალური პროგრამა და მისი გაცემის წესის დამტკიცების შესახებ” სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 17 იანვრის №2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

,,ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
,,სიღნაღის მუნიციპალიტეტის 2014 წლის  სოციალური დახმარების  მუნიციპალური პროგრამა და მისი გაცემის წესის დამტკიცების შესახებ” სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 17 იანვრის  №2  დადგენილების №1 დანართში შევიდეს შემდეგი  სახის ცვლილება:
1. მე-12 მუხლის მე-3 პუნქტს დაემატოს ,,გ“ ქვეპუნქტი  და  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,, გ) იმ გაჭირვებულ მოქალაქეებს, რომლებიც ფინანსდებიან სხვადასხვა სახელმწიფო პროგრამებიდან (გარკვეული პროცენტით) და უჭირთ თანხის 100%-ით შევსება, განესაზღვროთ დახმარების ოდენობა არაუმეტეს 2000 (ორი ათასი) ლარისა.“.

2.   მე-15  მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1.  დაუშვებელია ამ წესით დახმარების გაცემა იმ დაავადებათა მკურნალობაზე, რაზედაც ანალოგიური დახმარების გაცემა გათვალისწინებულია სხვადასხვა სახის სახელმწიფო პროგრამებიდან, გარდა მე-12 მუხლის მე-3 პუნქტის ,,გ)“   ქვეპუნქტისა."

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარეარჩილ მჭედლიშვილი