დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,სიღნაღის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ” სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 27 დეკემბრის №30 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 5 |
| დოკუმენტის მიმღები | სიღნაღის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 27/03/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 02/04/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.168.016102 |
|
,,სიღნაღის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ” სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 27 დეკემბრის №30 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
,,ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
შევიდეს ცვლილება ,,სიღნაღის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ” სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 27 დეკემბრის №30 დადგენილების №1 დანართში და ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი №1
|
სიღნაღის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ბიუჯეტი
|
თავი I
სიღნაღის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ბიუჯეტის მაჩვენებლები |
მუხლი 1.
სიღნაღის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი |
განისაზღვროს სიღნაღის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი თანდართული რედაქციით
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 2.
სიღნაღის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ბიუჯეტის შემოსავლები |
განისაზღვროს სიღნაღის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები 6075.7 ათასი ლარით
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 3.
სიღნაღის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ბიუჯეტის გადასახადები |
განისაზღვროს სიღნაღის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახადები 2203.0 ათასი ლარით
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 4.
სიღნაღის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ბიუჯეტის გრანტები |
განისაზღვროს სიღნაღის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები 3590.3 ათასი ლარით
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 5.
სიღნაღის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები |
განისაზღვროს სიღნაღის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები 282.4 ათასი ლარით
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 6.
სიღნაღის მუნიციპალიტეტის ხარჯები, არაფინანსური აქტივები და მათი ფუნქციონალური კლასიფიკაცია |
განისაზღვროს სიღნაღის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში, თანდართული რედაქციით:
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 7.
სიღნაღის მუნიციპალიტეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება |
განისაზღვროს სიღნაღის მუნიციპალიტეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება 1192.1 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის: |
1.
განისაზღვროს სიღნაღის მუნიციპალიტეტის არაფინანსური აქტივების ზრდა 1342.1 ათასი ლარით. |
2.
განისაზღვროს სიღნაღის მუნიციპალიტეტის არაფინანსური აქტივების კლება 150.0 ათასი ლარით. |
მუხლი 8.
სიღნაღის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი სალდო |
განისაზღვროს სიღნაღის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი სალდო -1794.2 ათასი ლარის ოდენობით |
მუხლი 9.
სიღნაღის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება |
1.
განისაზღვროს სიღნაღის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება 44.7 ათასი ლარის ოდენობით. მათ შორის: |
2.
განისაზღვროს სიღნაღის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალდებულებების კლება 44.7 ათასი ლარის ოდენობით |
მუხლი 10.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდი |
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გაუთვალისწინებელი გადასახდელების დაფინანსების მიზნით მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში განისაზღვროს სარეზერვო ფონდი 62.4 ათასი ლარის ოდენობით. |
მუხლი 11.
სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული მიზნობრივი ტრანსფერი |
1.
დელეგირებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული მიზნობრივი ტრანსფერი, 145.0 ათასი ლარი მიიმართოს: |
ა)
„საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 50.0 ათასი ლარი; |
ბ)
„სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ და „სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონებით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 95,0 ათასი ლარი; |
2.
„საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი“-ს 69-ე მუხლის საფუძველზე წლის განმავლობაში შესაძლებელია დელეგირებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ღონისძიებებს შორის ურთიერთგადანაწილება. |
თავი II
სიღნაღის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები |
მუხლი 12.
სიღნაღის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები |
განისაზღვროს სიღნაღის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები თანდართული რედაქციით
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
თავი III
სიღნაღის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით განსაზღვრული პროგრამების
მოსალოდნელი შედეგი და ინდიკატორები. |
მუხლი 13.
თავდაცვა , საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება (პროგრამული კოდი 02 00} |
განისაზღვროს სიღნაღის მუნიციპალიტეტის თავდაცვა, საზოგადოებრივი წესრიგის და უსაფრთხოების ასიგნებები 422.5 ათასი ლარით. |
1.
საგანგებო სიტუაციების მართვა-----02 01; |
ა)
მიზანი:
სიღნაღის მუნიციპალიტეტის მიწისძვრის, სახანძრო და სხვა უბედური შემთხვევების პრევენციის მიზნით მაშველთა ოპერატიული მოქმედებისთვის ხელშეწყობა; |
ბ)
განსახორციელებელი ღონისძიებები:
ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტში პერსონალის სახანძრო და სამაშველო ტექნიკური ინვენტარით უზრუნველყოფა. პერსონალისათვის სათანადო ხარისხის ინდივიდუალური და ჯგუფური წვრთნების ჩატარება და პროფესიული დონის ამაღლება. სახანძრო სამაშველო სამსახურის კომუნალური პირობების გაუმჯობესება. არსებული რესურსებისა და მოთხოვნების გათვალისწინებით სახანძრო და მაღალგამავლობის ავტომობილის მზადყოფნა, რაც აუცილებელია მაშველების ოპერატიული მოქმედებისათვის. მუნიციპალიტეტი შესაბამისი ფინანსური რესურსების ფარგლებში უზრუნველყოფს მათი საქმიანობის ხელშეწყობას, რაც გამოიხატება კომუნალური ხარჯების და ხელფასების ანაზღაურებაში. |
გ)
მოსალოდნელი საბოლოო შედეგი:
მუნიციპალიტეტის სამაშველო საქმიანობის გაუმჯობესება, მაშველთა შეუფერხებელი, ოპერატიული გადაადგილება. მოქალაქეთა უსაფრთხოების დაცვის უზრუნველყოფა, სტიქიური უბედურებისა და კატასტროფების ლოკალიზება და მათი შედეგების ლიკვიდაცია, ზარალის მინიმიზაცია. |
დ)
შეფასების ინდიკატორი:
დროულად ლოკალიზებული და ლიკვიდირებული შემთხვევების რაოდენობა, სახნძრო შემთხვევებით გამოწვეული ზარალის შემცირებული რაოდენობა. |
2.
ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლება--------02 03. |
ა)
მიზანი:
საქართველოს შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნის ამაღლებისათვის ხელშეწყობა; |
ბ)
განსახორციელებელი ღონისძიებები:
საქართველოს შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნის ამაღლებისათვის სიღნაღის მუნიციპალიტეტში ხორციელდება წვევამდელთა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოკვლევა და მათი გაწვევის პუნქტებამდე ტრანსპორტირების უზრუნველყოფა. |
გ)
მოსალოდნელი საბოლოო შედეგები:
თავდაცვის სამინისტროს მიერ მოწოდებული გეგმის მაქსიმალური შესრულება,არსებული რესურსებისა და თავდაცვის მოთხოვნების გათვალისწინებით ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაუმჯობესებისათვის მუნიციპალიტეტის მცხოვრებთა სამხედრო აღრიცხვის, სამხედრო სამსახურისათვის მომზადებისა და გაწვევის კოორდინაცია; |
დ)
შედეგების შეფასების ინდიკატორები:
საქართველოს სამხედრო ძალებში ჯანმრთელი ახალგაზრდა თაობით შევსების მაღალი მაჩვენებელი, ახალგაზრდების სამხედრო-პატრიოტული თვითშეგნების დონის ამაღლება. |
მუხლი 14.
ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03-00) |
განისაზღვროს სიღნაღის მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაციის ასიგნებები 3228.0 ათასი ლარის ოდენობით. |
1.
მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარებისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს მუნიციპალური ინფრასტრუქტურის შემდგომი გაუმჯობესება. ამავდროულად აღნიშნული მიმართულება წარმოადგენს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს. პრიორიტეტების ფარგლებში გაგრძელდება საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია, კომუნალურ მეურნეობაში არსებული პრობლემების გადაჭრის ღონისძიებები, მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობისა და მისი იერსახის მნიშვნელოვნად გაუმჯობესების ღონისძიებები. განხორციელდება არსებული ინფრასტრუქტურის მოვლა-შენახვა და მის ექსპლოატაციასთან დაკავშირებული ხარჯების დაფინანსება. |
2.
საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლუატაცია_03 01; |
ა)
გზების მშენებლობის, რეკონსტრუქციის და მოვლა-შენახვის ხარჯები 03 01 01;
|
ბ)
მუნიციპალური ტრანსპორტის ხელშეწყობის ღონისძიებები----03 01 02
|
3.
კომუნალური ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია---03 02
პროგრამის ფარგლებში განხორცილედება სანიაღვრე არხების, გარე-განათების, წყალმომარაგების და საკანალიზაციო სისტემების არსებულის მოვლა-შენახვა და ექსპლოატაცია და ახალი სისტემების მშენებლობა. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სანიტარული მდგომარეობის გაუმჯობესება. |
ა)
წყლის სისტემების რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია----03 02 02;
|
ბ)
გარე განათების რეაბილიტაცია და ექსპლუატაცია-----03 02 03;
|
გ)
გარემოს დაცვითი ღონისძიებები--------03 02 04.
|
4.
მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის ღონისძიებები----03 03
პროგრამის ფარგლებში განხორცილებული ღონისძიებები ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე კეთილმოწყობილი გარემოს შექმნას, შადრევანის და დასასვენებელი პარკების, სკვერების და გამწვანებული ზონების მოვლა-პატრონობას. |
ა)
მოსალოდნელი საბოლოო შედეგები:
ქალაქის იერსახის გაუმჯობესება, კეთილმოწყობილი გარემო, მოვლილი, გამწვანებული სკვერები და გაზონები, მოსახლეობის დასასვენებელი პირობების გაუმჯობესება. |
ბ)
საბოლოო შედეგის შეფასების ინდიკატორები
მოწესრიგებული შადრევნები, მოვლილი გამწვანება სკვერებსა თუ სხვადასხვა რეკრეაციულ ზონებში; რეაბილიტირებული და ახალი ინფრასტრუქტურული ობიექტების რაოდენობა. |
5.
განათლება---პროგრამული კოდი 04 00
განისაზღვროს სიღნაღის მუნიციპალიტეტის განათლების ასიგნებები 966.3 ათასი ლარის ოდენობით. |
ა)
სკოლამდელი განათლება---04 01;
|
ბ)
მოსწავლე ახალგაზრდობის სახლი----04 03.
|
6.
კულტურა, რელიგია, ახალგაზრდების ხელშეწყობა და სპორტი----პროგრამული კოდი -05 00
მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურული და ეკონომიკური განვითარების კვლდაკვალ აუცილებელია როგორც სპორტული, ასევე კულტურული ტრადიციების დაცვის და ღირსეული გაგრძელების ღონისძიებების ხელშეწყობა. რომლის ფარგლებშიც დაგეგმილია სპორტული და კულტურული ობიექტების მშენებლობა რეაბილიტაცია, სხვადასხვა სპორტული შეჯიბრებების და კულტურული ღონისძიებების ორგანიზება, მუნიციპალიტეტი განაგრძობს კულტურული ობიექტების ფინანსურ მხარდაჭერას, წარმატებული სპორტსმენების ხელშეწყობას და შესაბამისი პირობების შექმნას, რათა ნიჭიერმა ბავშვებმა და ახალგაზრდებმა შეძლონ მათი სპორტული შესაძლებლობების გამოვლინება. აღნიშნული ღონისძიებები ხელს შეუწყობს მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ახალგაზრდებში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებას, ადგილობრივი ფოლკლორის დაცვას, აღორძინებას და ღირსეულ გაგრძელებას. |
ა)
ა(ა)იპ ,,თ. მათურელის სახ. ხელოვნების კოლეჯი“ პროგრამული კოდი -05 02 01 01;
ა.ა) მიზანი: პროგრამა მოიცავს სახელოვნებო განათლების ღონისძიებებს, რომლებიც ორიენტირებულია როგორც სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულებების ხელშეწყობაზე, ისე სახელოვნებო განათლების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტების მხარდაჭერაზე, მათ შორის, სასწავლო-შემოქმედებითი კუთხით პერსპექტიულ მოსწავლეთა სწავლის ხელშეწყობაზე, საერთაშორისო კონკურსებსა და ფესტივალებში მონაწილეობის მხარდაჭერაზე, პედაგოგთა ხელშეწყობაზე და ა. შ.. ა.ბ) განსახორციელებელი ღონისძიებები: მოსწავლე ახალგაზრდებისთვის საჭირო პირობებით უზრუნველყოფა, რაც გულისხმობს აღნიშნულ დაწესებულებაში დასაქმებული პედაგოგების დაფინანსებას და ხელშეწყობას. ა.გ) მოსალოდნელი საბოლოო შედეგი: შესაბამისი ნიჭით დაჯილდოებულ მოსწავლეთა წარმოჩენა და მათი აქტიური ჩართვა შესაბამისი განათლების მისაღებად. ა.დ) შეფასების ინდიკატორი: წარმატებულ მოსწავლეთა რაოდენობა. |
ბ)
ა(ა)იპ ,,სიღნაღის მუნიციპალიტეტის სახელოვნებო და საგანმანათლებლო მომსახურების ცენტრი“ პროგრამული კოდი-05 02 01 02;
|
გ)
ა(ა)ი პ ,,სიღნაღის მუნიციპალიტეტის სახელოვნებო და სასპორტო სკოლების გაერთიანება“ პროგრამული კოდი---05 02 01 03;
|
დ)
ა(ა)იპ ,,სიღნაღის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ხელოვნების ცენტრი 05 02 01 04;
|
ე)
საზოგადოებრივი და ახალგაზრდული ორგანიზაციების ხელშეწყობა----05 03.
|
7.
მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური პროგრამები
(პროგრამული კოდი---------06 00). |
ა)
ჯანდაცვის პროგრამები--------06 01 პროგრმა ითვალისწინებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში ,,საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ,, საქართველოს კანონით განსაზღვრული ფუნქციების დაფინანსებას, კერძოდ: არსებობის შემთხვევაში ცოფის კერის ლიკვიდაცია და დაკბენილი მოსახლეობის ზუსტი აღრიცხვა, სასწრაფო შეტყობინების სისტემის დახვეწა და გაუმჯობესება, დაავადების გავრცელების ეტაპობრივი შემცირება მისი კონტროლის გზით, ეპიდსიტუაციის გამწვავების დროული გამოვლენის ხელშეწყობა და მათზე სწრაფი რეაგირება, პროფილაქტიკური ღონისძიებების გატარება, მუნიციპალიტეტის მოსახლეობაში არაგადამდებ დაავადებათა პრევენციის და ჯანმრთელობაზე მავნე ფაქტორების ზემოქმედებაზე მოსახლეობის ინფორმირების გზით ჯანმრთელობის დაცვის ხელშეწყობა, ჯანმრთელობისთვის მნიშვნელოვანი ინფექციური და არაგადამდები დაავადების და მასობრივი მოშხამვების, აგრეთვე პროფესიული დაავადებების თავიდან აცილება; მუნიციპალიტეტში არსებული სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობის მონიტორინგი, მოსახლეობისთვის ჯანსაღი გარემოს შექმნის ხელშეწყობის მიზნით მუნიციპალიტეტის დასახლებულ ტერიტორიებზე ადამიანისთვის საშიში და შხამიანი ცხოველების ცხოველმყოფელობის დადგენისა და გაუვნებელყოფის ღონისძიებები. პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტის ერთერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტის, მოსახლეობისათვის ჯანმრთელობის დაცვის ხელშეწყობისა და სოციალური სფეროს დაფინანსება. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის სხვადასხვა ფენებისათვის გარკვეული შეღავათებითა და სოციალური დახმარებებით უზრუნველყოფას, მოხუცებულთა, მიუსაფართა და სოციალურად დაუცველთა კვებით და ფართით უზრუნველყოფას, დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით მრავალშვილიანი ოჯახების დახმარებას და სხვა სოციალურ ღონისძიებებს, რომლებიც უზრუნველყოფენ მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას. |
ა.ა)
საზოგადოებრივი ჯანდაცვის მომსახურება----06 01 02.
|
ბ)
სოციალური პროგრამების დაფინანსება----06 02
პროგრამა ითვალისწინებს ხანდაზმულთათვის, მარჩენალდაკარგულთათვის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე და სოციალურად დაუცველ პირთათვის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მიზნით სხვადასხვა ღონისძიებების გატარებას, როგორიცაა ახალშობლითა და მრავალშვილიანი ოჯახების დახმარების პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს როგორც ერთჯერად ასევე ყოველთვიურ ფინანსურ დახმარებას, რაც ნაწილობრივ აისახება მათ სოციალურ მდგომარეობაზე. სოციალურად დაუცველ პირთა ზრუნვა, კვება, პირველადი სამედიცინო მომსახურება, სამკურნალო-სარეაბილიტაციო ღონისძიებები. მოსახლეობაში იოდის და სხვა მიკროელემენტების დეფიციტით გამოწვეულ დაავადებათა პროფილაქტიკის და შაქრიანი დიაბეტის ადრეული გამოვლენის ღონისძიებები, რაც ხელს უწყობს აღნიშნული დავადებების რისკის ქვეშ მყოფ ადამიანებში დაავადების დროულ გამოვლენას. |
ბ.ა)
ავადმყოფთა სოციალური დაცვა--------06 02 01;
|
ბ.ბ)
სოციალურად დაუცველი მოსახლეობის დახმარება 06 02 02;
|
ბ.გ)
უმწეოთათვის უფასო სასადილოს დაფინანსება-06 02 03;
|
ბ.დ)
ვეტერანთა დაკრძალვის ხარჯები----06 02 04;
|
ბ.ე)
ოჯახებისა და ბავშვების სოციალური დაცვა----06 02 05.
|
ბ.ვ)
სოციალურად დაუცველი სტუდენტების დახმარება
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები